რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა. ციკლის გადაცდენა მაქვს 6 დღის.აქამდე არასდროს არ მქონია ამდენ დღიანი გადაცდენა ყოველთვის თვის 3რიცხვში მომდიოდა.ვარ 25 წლის. ბოლო სამი თვეა დაუცველი კავშირი მაქვს მეუღლესთან. ტესტმა აჩვენა ორი ხაზი მაგრამ ერთი ძალიაან მქრთალია. ნიშნავს თუ არა რომ ორსულად ვაარ. მადის მომატება. გახშირებული შარდვა. სწრაფი დაღლილობა და შემდეგ ტკივილი წელის არეში. ასევე მუცლელში დისკომფორტი აი ეს სიმპტონები აღმენიშნება ბილო კვირაა. მადლობა წინასწაარ
პასუხი
-არ არის გამორიცხული ორსულობა. რაც უფრო პატარაა ორსულობის ვადა, შესაბამისად მცირეა შარდში ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობა და შესაბამისად მკრთალია ტესტზე მეორე ხაზი. ასევე, ორსულობის ალბათობა შესაძლებელია გადამოწმდეს ვენურ სისხლში ორსულობის ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - აღმოჩენით (მისი გამომუშავება იწყება განაყოფიერებიდან 4-5 დღის შემდეგ), ეს ყველაზე სანდო და უტყუარი მარკერია! სისხლის ანალიზის გაკეთება შესაძლებელია სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ. ორსულობის ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის მატება, რომელზეც რეაგირებს ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი, რაოდენობა ორმაგდება ყოველ 2-3 დღეში და პიკს აღწევს ორსულობის 80-ე დღეს, ასე, რომ განმეორებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტირება და ორსულობის შემთხვევაში მეორე ხაზი უფრო გამუქებული იქნება.