რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ,მყავს 2 წლის პატარა,სამშაბათს გავუკეთეთ ბრონხოსკოპია, ბრონხში ქონდა უცხო სხეული(კაკალი), 2 კვირაში კიდევ უნდა მოუსმინოს ექიმმა რომ თავი ავარიდოთ კიდევ სხვა უსიამოვნებებს... იქნებ მითხრათ საშიში ხომ არ არის ბავშვისთვის კიდევ ერთხელ რომ ჩაუტარდეს ბრონხოსკოპია? ან რა სიმპტომებით მივხვდე კიდევ ხომ არ იქნება უცხო სხეული (კაკლის ნამცეცი) ბრონხებში?
პასუხი
-შესაძლოა სულაც არ დასჭირდეს ბავშვს განმეორებითი ბრონქოსკოპია, დაგეგმილ ვიზიტზე ექიმი მოუსმენს პატარას ფილტვებს და შესაძლოა ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა. საჭიროების შემთხვევაში არც განმეორებითი ბრონქოსკოპიაა საშიში. უცხო სხეული, როცა იგი არ ახშობს ბრონქის სანათურს, შესაძლოა არ იძლეოდეს კლინიკურ სიმპტომს. პათოლოგიური ნიშნები ვლინდება მხოლოდ ბრონქის მეორეული ინფიცირების შემთხვევაში. აღმოცენდება ტკივილი გულმკერდის არეში, თავდაპირველად ხველა მშრალია, შემდეგ იწყება ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა, ზოგჯერ - სისხლნარევისაც. ინფიცირების სტადიისთვის დამახასიათებელია ძლიერი ხველა დიდი რაოდენობის ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით, სხეულის ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, სისხლში ანთებისთვის ნიშნეული ცვლილებები.