მინდა რჩევა თმის ნიღაბთან დაკავშირებით... იანვარშ... | სხვადასხვა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხვადასხვა

კატეგორია - სხვადასხვა

03-10-2014

- მინდა რჩევა თმის ნიღაბთან დაკავშირებით... იანვარში შევიღებე თმა ქერად უამიაკო შვარცკოფის საღებავით, ისე ბუნებრივად მაქვს ღია ყავისფერი თმა. ეს იყო პირველი შეღებვა და ამის შემდეგ აღარ შემიღებავს, მხოლოდ ერთხელ ვიხმარე ხნა. შეღებვის შემდეგ თმის ხარისხი ძალიან გამიფუჭდა. როცა ვიბან ხდება წებოვანი და სანამ არ გაშრება შეუძლებელია დავარცხნა. როცა თმა სველი მაქვს ხდება ერთმანეთში აბურდული, საშინლად უხეში და თითქოს შეწეპებული ერთმანეთში.. თან ძალიან მცვივა, რომელი შამპუნი აღარ ვიხმარე და მაინც ვერ შევაჩერე ცვენა. იქნებ მითხრათ რაიმე ნიღაბი სახლის პირობებში დასამზადებელი (ან ნატურალური) რომ გამიუმჯობესდეს თმის ხარისხი? არცერთ პრობლემას შეღებვამდე არ ვუჩიოდი თმა მქონდა რბილი, სრიალა და ადვილად ივარცხნებოდა.

პასუხი
- თმის ცვენის შესაჩერებლად სახლის პირობებში უმარტივესი ნიღბის მომზადება შეგიძლიათ: ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 10-15 წუთს და თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ. ასეთი შემადგენლობის ნიღაბი თმის ცვენის დროს გამოიყენება. რაც შეეხება მოხმარების სიხშირეს, სამკურნალო ნიღბის გამოყენება კვირაში ორ-სამჯერ შეიძლება, პროფილაქტიკური ნიღბების წასმა კი თვეში ორ ჯერზე მეტად არ არის რეკომენდებული. იხილეთ აგრეთვე "ალოეს წვენი თმის ცვენას შეგიჩერებთ" და "თმის ცვენას ჭინჭრის ნაყენი შეგიჩერებთ” 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად