- პიკოვიტის მიცემა შეგიძლიათ.
-
იმუნიტეტს ყველაზე საიმედოდ იცავს არა წამალი, არამედ ჯანმრთელი ცხოვრების წესი. შეეცადეთ, სწორად იკვებოთ (იმუნიტეტისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა A, C და E ვიტამინები, რკინა და თუთია). ბევრი ისეირნეთ ჰაერზე, იმოძრავეთ, გამოიძინეთ, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, თავი აარიდეთ სტრესებს. გაცივების სეზონში შეიძლება მიიღოთ პოლივიტამინები, სხვადასხვა მცენარეებზე დამზადებული საშუალებები (მაგალითად, ელეუთეროკოკის, ლიმონურას, ექინაცეასი). თუმცა, უკეთესია წინასწარ მოეთათბიროთ ექიმს.
-
მედიკოსების რჩევით, რაციონში უნდა ჩართოთ ცილოვანი პროდუქტები - ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, ნიგოზი.
-
მიიღეთ როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული ცხიმები: ნაღების კარაქი, თევზის ქონი, მცენარეული ზეთი.
-
უჯრედების სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია მცენარეული ნახშირწყლები - ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული. ისინი შეიცავენ უჯრედისსა და ვიტამინებს. რაფინირებული ნახშირწყლების წყაროა ფქვილეული და ტკბილი ნუგბარი, რომლებიც ზომიერად უნდა მივიღოთ. -
A, C, E, და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა აფერხებს იმუნური უჯრედების გაყოფას და მათ აქტივობასაც ამცირებს. A ვიტამინი ორგანიზმში წარმოიშობა ბეტა-კაროტინისგან, რომელიც ბევრია წითელ და ყვითელ ხილ-ბოსტნეულში: სტაფილოში, გარგარში, ნესვში, ასევე - ღვიძლსა და კვრცხის გულში.
- C ვიტამინი ბევრია ასკილში, ფორთოხალში, ლიმონში, ნიახურსა და მჟავე კობოსტოში. E ვიტამინი ყველაზე მეტი მცენარეულ ზეთშია. B ჯგუფის ვიტამინებით კი ორგანიზმს ამარაგებს ნიგოზი, სოკო, წიწიბურა, ყველი, მზესუმზირა და პური. ასევე საჭიროა მიკროელემენტების - რკინის, კალციუმის, იოდის, მანგანუმის მიღება. მათი წყარო ბურღულეული და მწვანილია.
ამ საკითხში უკეთ გარკვევისათვის გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე ნანა კალანდაძის სტატიას „როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი “
http://www.mkurnali.ge/qali/rchevebi/1883-2010-04-25-12-00-34.html