რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯომათ, აქ წავიკითხე,რომ არსებობს ტესტი,რომლიც ადგენს ოვულაციის დღეს და მაინტერებს რამდენად ზუსტი და კონკრეტულ დღეს აჩვენებს? და მოსვლიდან როდის უნდა ნახო ეს ტესტი და აფთიაქში,როგორ უნდა ვიკითხო? და იგივეს აჩვენებს რაც ეხოს შეთხვევაში?
პასუხი
-ოვულაციის დადგენა ყველაზე ზუსტად ექოსკოპიური კვლევით ან სოვულაციო ტესტით არის შესაძლებელი. საოვულაციო ტესტი უნდა გაკეთდეს ოვულაციის სავარაუდო დღეებში, მაგალითად 24-დღიანი ციკლის დროს მენსტრუაციის მე-8 დღიდან 10 დღის განმავლობაში, 25 დღიანი ციკლი - მე-9 დღიდან, 26 დღიანი ციკლი - მე-10 დღიდან, 27 დღიანი ციკლი - მე-11 დღე, 28 დღიანი ციკლი - 12 დღე, 29 დღიანი ციკლი - 13 დღე, 30 დღიანი ციკლი - 14 დღე, 31 დღიანი ციკლი - მე-15 დღე. ტესტი უნდა გაიხსნას უშუალოდ მოხმარების წინ, გახსნამდე უნდა გაათბოთ ხელებით, შარდში ჩადოთ აკურატულად (ვერტიკალურად ისრით ქვემოთ) და შედეგი ნახოთ 5 წუთის განმავლობაში. საოვულაციო ტესტი რეაგირებს შარდში ლუთეინური ჰორმონის არსებობაზე და აქედან გამომდინარე ოვულაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას. საოვულაციო ტესტს მოყვება ინსტრუქცია და აუცილებლად გაეცანით მას. დადებითი პასუხი მიუთითებს იმას, რომ მალუთეინიზირებელი ჰორმონის დონემ პიკს მიაღწია და რომ ოვულაცია მოსალოდნელია მოხდეს 24-36 საათის განმავლობაში. დადებითი შედეგი ნარჩუნდება 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, სწორედ ამიტომაა რომ ტესტირება დღეში ორჯერ უნდა ჩატარდეს.