რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. მყავს 6 წლის ბიჭი ანალიზი რომ ჩავაბარეთ ასეთი პასუხი იყო და ვერ გავიგე როგორი ჭია ყავს იქნებ თქვენ განმიმარტოთ, ასე ეწერა ანალიზში enterobius vermicularis, enterobiosis, ექიმმა დაუნიშნა ჰელმიზოლი და არ უშველა იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე, მადლობთ
პასუხი
-ენტერობიოზი ყველაზე გავრცელებული ჰელმინთოზია. ენტერობიოზის გამომწვევია თეთრი ფერის წვრილი ჭია Enterobius vermicularis ანუ მახვილა, ენტერობიოზის დროს შესაძლოა განვითარდეს რეინვაზია და ავტოინვაზია ანუ განმეორებითი დაინფიცირება როგორც სხვა წყაროდან, ასევე საკუთარი თავისგან. მკურნალობა წარმატებულია მხოლოდ ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვისას. * მიაჩვიეთ ბავშვები პირად ჰიგიენას. * გადააჩვიეთ პირში თითებისა და სათამაშოების ჩადებას. * ხშირად დაბანეთ ხელები საპნით. * მოკლედ დააჭერით ფრჩხილები. * ღამით ჩააცვით მოხერხებული ტრუსი. * ხშირად ცვალეთ ლოგინის თეთრეული და დააუთოვეთ ცხელი უთოთი. ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ლოგინი და პირსახოცი. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, ხშირია ამ დაავადების ოჯახური შემთხვევები. ამ დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა, რათა მოხდეს დაავადების კერის სანაცია და თავიდან იქნეს აცილებული განმეორებითი ინვაზირება. მიმართეთ პარაზიტოლოგს, რომელიც მოგცემთ დანიშნულებას.