რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მყავს 1.5 თვის პატარა ბუნებრივ კვებაზე.ვცდილობ ვაჭამო 1.5 სთ -ის ინტერვალით.ჭამის დრო რომ მოდის მთელი ხმით ტირის სანამ ძუძუს ჩავუდებ და მერე წყნარდება.ჭამს 15-20 წუთო,მერე აგდებს ძუძუს ან ეძინება.მაინტერესებს რამდენად ნორმალურია ასე მალ-მალე რომ მთხოვს ჭამას?ზოგი მეუბნება ალბათ არ გაქვს კალორიული რძე და ვერ კმაყოფილდებაო,მაგრამ ნამატი კარგი აქვს. 1 თვეში 1 კგ მოიმატა,ახლაც 1.700კგ აქვს ჯამში მომატებული.თან მასაჟისტმა მითხრა რომ ძალიან ცხიმიანი რძე მაქვს და ამიტომ მიმაგრდება ხშირად.რძე თუ ცხიმიანია მის კალორიულობაზე არ მიუთითებს?
პასუხი
-ბავშის კარგად იმატებს, ეს იმას ნიშნავს რომ მას რძე ყოფნის, რაც შეეხებე კვების რეჟიმს ამ ასაკში, ბუნებრივი კვების დროს ეს ნორმალურია, აჭამეთ პატარას მოთხოვნილების მიხედვით, ადრე თუ გვიან ის ასაკისთვის შესაფერის რეჟიმზე გადავა. გამოიყენეთ მატყუარა საწოვარაც, ტირილი ყოველთვის შიმშილზე არ მიუთითებს, მას წოვის რეფლექსის დაკმაყოფილება სჭირდება.