-ამ ასაკის ბავშვს ეძლევა საოჯახო საკვები, გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც მოზდრილებისათვისაც არ არის სასარგებლო (ღორის, ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწარე, მჟავე საკვები, კონცეტრირებული შოკოლადი, გაზიანი სასმელები და ა.შ.).
საკვები პროდუქტები ოთხი ძირითად ჯგუფად იყოფა:
I ჯგუფი: მარცვლეულის პროდუქტი და სახამებლის შემცველი ბოსტნეული (პური, ფუნთუშეული, მაკარონი, ვერმიშელი, კარტოფილი, ბრინჯი, ა.შ.);
II ჯგუფი: ხილი და ბოსტნეული;
III ჯგუფი: ხორცი და მისი შემცვლელები – ხორცი, თევზი, კვერცხი, თხილი, კაკალი, პარკოსნები - ბარდა, ლობიო, სოია;
IV ჯგუფი: რძე და რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, მაწონი, ნადუღი...)
შეძლებისდაგვარად, ამ ჯგუფებიდან განსხვავებული საკვები კომბინაციები უნდა შეირჩეს. და თითო ჯგუფიდან ყოველდღიურად თითო სახეობის პროდუქტს მაინც უნდა იღებდეს. კვება უნდა იყოს 4-ჯერადი კვება, 4-5 საათიანი შუალედებით.
იმისათვის რომ ფაფა ბავშვისთვის მისაღები იყოს დაუმატეთ ხილი, ყველი ან ხაჭო. ხორცი მოსინჯეთ გატარებული სახით; მაკარონს, ვერმიშელს შეურიეთ გატარებული ხორცი ან ყველი, შეუძინეთ ბავშვს ლამაზი ჭურჭელი, ნება მიეცით თავის ხელით ჭამოს, ეს ყველაფერი ალბათ მოეწონება.