მჭირდება გამოცდილი ფსიქოლოგის რჩევა...5 თვეა მყავს... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

03-10-2014

-მჭირდება გამოცდილი ფსიქოლოგის რჩევა...5 თვეა მყავს შეყვარებული რომელმაც წარსულის მძიმე ჩრდილებისგან განმკურნა და ფაქტიურად ცხოვრება თავიდან დამაწყებინა.შეუძლებელია ასეთი ადამიანი არ შეგიყვარდეს.მაგრამ საქმე იმაშია რომ ის ''შავი გზით'' აპირებს ცხოვრებას.ჩემთვის კი ეს პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენ ვერც ავღწერ ისეთი სრულყოფილი ურთიერთობა გვაქვს მას ყველაფერში ვუგებ...სულიერად ერთნი ვართ...ჩვენი უდიდესი პრობლემა ისაა რომ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ და მის სანახავად ყოველთვის მე მიწევს ჩასვლა ვმუშაობ კიდეც რომ ფული დავაგროვო და თვეში 2–3კვირა ვახერხებთ ერთად ყოფნას.მაგრამ ვატყობ ამ ბოლო დროს ურთიერთობა დაგვეძაბა ისე ხშირად აღარ მწერს ხანდახან 2–3 დღე საერთოდ იკარგება.ეჭვიც კი გამიჩნდა რომ ვიღაც გაიჩინა.სახლში დამეძაბა სიტუაცია დაქალები გადარეულები არიან მეუბნებიან გოგოს თავმოყვარეობა არ გაქვს ბიჭს იქეთ აკითხავ და ფულებს ახარჯავო.რამდენიმე მეგობარი საერთოდ ჩამომშორდა მასთან კავშირის გამო. ამ ყველაფერზე მას რომ დაველაპარაკე გამიბრაზდა მიყვარხარ გულში მხოლოდ შენ მყავხარ და შენზე მეტად მე განვიცდი ამ მდგომარეობას ვედები მალე ვიქირავო ბინა და დავლაგდებითო მაგრამ აღარ მჯერა ამის 3თვეა ასე გაიძახის...მისი ძმაკაცები კარგად მიცნობენ ეუბნებიან დანიშნეო მაგრამ სად მიმიყვანოს თვითონ ნაქირავებშია დედასთან ერთად...ასაკითაც აღარაა პატარა რომ რამე ვერ გადაწყვიტოს...უკვე რა უნდა ვეღარ ვხვდები...ძალიან არეული სიტუაცია გვაქვს მეშინია იმის რომ ეს სიშორე და პრობლემები ასე დაგვაშორებს...მე ეს ბიჭი რომ დავკარგო საბოლოოდ გავნადგურდები მეორედ მოვკვდები...მას რომ გავყვე ვკარგავ სამეგობროს და შეიძლება ნათესაობამაც მაქციოს ზურგი...მირჩიეთ რა ვქნათ...მეშინია მცდარი ნაბიჯების...იქნებ გამოცდილი ფსიქოლოგის ნომერი მირჩიოთ (ან მეილზე დამეკონტაქტოს) მარტო ვერ გადავლახავ ამ დაძაბულობას სრულ ჩიხში ვარ მოქცეული...იმედია დამეხმარებით...მართლა ცუდად ვარ... ნინი 22 წლის.

პასუხი
-თქვენ ადრეც გამოგვიგზავნეთ ეს შეკითხვა (http://www.mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=145342), რაზეც გიპასუხეთ. სამწუხაროდ მეტს ვერაფერს გირჩევთ. რაც შეეხება ფსიქოლოგს, კონკრეტული სპეციალისტის დასახელებისგან თავს ვიკავებთ გარკვეული მიზეზების გამო. თბილისში უამრავი პროფესიონალი და სანდო ფსიქოლოგია. მაგალითად, მიმართეთ საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს ან საქართველოს ფსიქოლოგიური დახმარების ასოციაცია "ნდობას".
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად