მოგესალმებით, ჩემი პატარა სრული 4 თვე მყავდა ბუნებ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

მოგესალმებით, ჩემი პატარა სრული 4 თვე მყავდა ბუნებრივ კვებაზე, დაიბადა 2.900 კგ, ძალიან ზარმაცი იყო დაბადებიდან კვებასთან დაკავშირებით და შესაბამისად წონაშიც ვერ მოიმატა კარგად, აქედან გამომდინარე რძეც შემიმცირდა და 4 თვის ასაკში დავუმატე ჰუმანას წიწიბურას რძიანი ფაფა, პირველ კვებაზე რამდენიმე კოვზი დაახლოვებით 20 გრამი, ცოტა ხნის შემდეგ დაუსივდა თვალები ავუღეთ სისხლის ანალიზი ფორმულის და ალერგიული ფონი საკმაოდ ჰქონდა მომატებული. შემდეგ ვინის ურძეო წიწიბურის ფაფა მივეცი და კარგად მიიღო. 1,5 თვის შემდეგ ისევ მივეცი რძიანი ფაფა და იგივე განმეორდა ტუჩების დასიებაც დაემატა, ახლა 6 თვისაა და დილის 06:00-ბუნებრივ კვებას იღებს, 12:00-ურძეო ფაფა 200გრ ,14:00 ჰუმანას ხილფაფა 125 გრ ან ნახევარი, 16:00 ბოსტნეულის პიურე დაახლოვებით 200-250 გრ.(კარტოფილი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ოხრახუში. კამა, ბოლოს ზეითუნის ზეთი (სტაფილო არა, რადგან ასევე ალერგია მისცა სახეზე წვრილი წიტელი წერტილების სახით)) 20:30 ისევ ფაფა, და 12-ზე დედის რძე ისევ. ახლა წონა 6.600-ია მგონია რომ აკლია წონა თან ჩხუბით მაგრამ მაინც ბოლომდე ვაჭმევ საკვებს... მირჩიეთ რამე როგორ მოიმატოს წონაში კარგად. დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
- წლამდე ბავშვის ფიზიკური განვითარების ნორმები შეგიძლიათ გამოთვალოთ მკურნალი.გე-ზე არსებული კალკულატორით
http://www.mkurnali.ge/tslamde-bavshvis-ganvithareba.html
ამ გამოთვლის მიხედვით ბავშვს წონის მცირე დეფიციტი აქვს. ძალით ჭმევა არ არის სწორი ტაქტიკა, უნდა დაადგინოთ წონის არასათანადო მატების მიზეზი. საინტერესოა, როგორია კუჭის მოქმედება, ხომ არ აქვს პატარას ანემია. გირჩევთ გამოცდილ პედიატრს მიმართოთ და ის დაარეგულირებს კვების რეჟიმს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად