.კიდევ მინდა შეგაწუხოთ.მე 21 წლის ვარ.ჩემი და 14-ი... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

02-10-2014

-გამარჯობა.კიდევ მინდა შეგაწუხოთ.მე 21 წლის ვარ.ჩემი და 14-ის.აშკარააა რომ გარდატეხის ასაკი აქვს,მარგამძალიან რთული ! მეცხლე კლასშია 7-8-კლასებში(და წელსაც) საგრძNობლად უკლო სწავლას.არადა თავიდან მოწინავე იყო.კარგად სწავლობდა.ახლა აგრესიულიც გახდა. :( ყოველთვის მოწინააღმდეგე ვიყავი ფიზიკური დასჯის,მარგამ პატარა რომ იყო,ხშირად შევხებივარ ხელით :(:( ზოგჯერ ამას დღესაც ვაკეთებ. არ მინდა ჩემნაირი არარაობა და უსუსური იყოს.ამიტომ მინდა კარგად ისწავლოს,მარგამ არ მიჯერებს. ისე წელავს გაკვეთილებს და თითქმის უსწავლელი წვება. ხვეწნა-მუდარას ,ან ახსნას რომ ვიწყებ მეუბნება- დამღალე შენი ფსიქოლოგიური საუბრებითო. და როცა ვეჩხუბები,ვლანძღავ (ვიცი საშნელება ვარ :( ) და ვეუბნები მომავალშიცუდი ცხოვრება გექნება თქო,მიყვირის მაწამებ,ჩემი ტანჯვა გინდა,შენი საქმე არაა როგორ ვიცხოვრებო :( გაწმარებული,დედას ვრევ საქმეში,ის კიდე უშვერი სიტყვებით ლანძღავს და ხშირად ხელითაც ეხება :( არ მინდა ფსიქიკა ისე დაუზიანდეს,როგოც მე,მარგამ რა ვქნა??? როგორ შევაგნებინო რომ ახლა თუ არ ისწავლა ,მომავალში,საშინელი ცხოვრება იქნება? ან როგორ მოვთოკო თავი მასთან ურთიერთობისას???არადა ის ისეთი კეთილია.მალევე მპატიობს ყველაფერს,მარგამ ვგრძნობ როგორ დაუზიაინდა ფსიქიკა.თან მუდმივად სოცილური ქსელშია.ხან კომპიუტერზე ვუყრენებ პაროლს,ხან ტელეფონს ვართმევ,ხან ტელევიზორის პულტს ვუმალავ,მარგამ არაფერი შველის.როგორ მოვიქცე??????გთხოვთ,მირჩიეთ :(

პასუხი
-დაუშვებელია  ძალადობა, მითუმეტეს ფიზიკური, ნებსმიერ ადამიანზე და მითუმეტეს მოზარდზე. ასეთი მოპყრობით  თქვნს დას აუცილებლად დაუმახინჯდება ფსიქიკა . მოზართან ჩხუბს და მის ცემას არადროს არ გამოუღია დადებითი შედეგი, პირიქით, ასე თქვენი და უფრო გაჯიუტდება და საერთოდ არ გაითვალისწინებს თქვენი და დედათქვენის  რჩევას და რაც ყვლაზე ცუდია, დიდი იმის ალბათობამ რომ დაკომპექსებულ, გულჩათხრობულ, დეპრესიაულ ან პირიქით, აგრესიულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.  თქვენი და გარდატეხის ასაკშია და ახალ ძალიან დიდ ყურადრებას და სიფრთხილეს საჭიროებს მასთან ურთირთობა და მითუმეტეს, მისი აღზრდ. მას გერდში  მეგობარი, გულშემატკივარი და გამგები ადამიანი სჭირდება და არა ჯალათი, რომელიც ვერ უგებს და ,,ცუდი" საქციელის გამო სჯის და ფიზიკურადაც კი უსწორდება. გამოასავალი ერთია-თქვენ და დედა ისე უნდა მოექცეთ, რომ თქვენში მეგობარი და გულშემატკივაი დაინახოს. ძალიან დიდი მოთმინება გმართებს, არავითარ შემთხვევაში ხმასაც კი არ უნდა აუწიოთ მასთან საუბრის და კამათის დროს, პირიქით წყნარად აუხსენთ. არაუშავს თუ პირველ ჯერზე არ მოგისმეთ, კიდევ სცადეთ, დაუახლოვდით მას, გაიგეთ რა ინტერესები აქვს,  გაარკვიეთ რაიმე პრობლემები ხომ არა აქვს, ხომ არაა უიმედოდ შეყვარებული და ამის გამო ხომ არ უკლო სწავლას,  გაარკვიეთ, ხომ არ უჭირს საგნების სწავლა და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ. შესთავაზეთ, რომ ერთად შეიმუშავოთ თქვენი დის დღის განრიგი, ანუ რომელ საათებში იმეცადინებს და რომე საათებში გაერთობა. გვერწმუნეთ, თუ მასთან იმეგობრებთ, მაშინ შეძლებთ მის დახმარებას.
ძალიან კარგია, რომ გინდათ დას დაეხმაროთ, ნამდვილად მისასალმებელია, რომ ხვდებით და განცდით, რომ დიდ შეცდომებს უშვებთ მასთან ურთიერთობაში (ჩხუბს და ფიზიკურ შეხებას ვგულისხმობ). გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევებ, გვერდში დაუდექით დას, როგორც მეგობარი და გულშემატკივარი, პირადი მაგალითებით დაანახეთ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბთ მას, მოითმინეთ  და გვერწმუნეთ, დროტა განმავლობაში  ყველაფერი გამოგივათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად