ვარ 24 წლის, მაწუხებს წელის და მარჯვენა საჯდომის ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

02-10-2014

-გამარჯობათ, ვარ 24 წლის, მაწუხებს წელის და მარჯვენა საჯდომის ყრუ ტკივილები. ტკივილს იწვევს მაგალითად თუნდაც 10 კილომდე რაიმე საგნის გადატანა, ტკივილი არ არის მკვეთრი. ნელ ნელა იმატებს. საჯდომის მარჯვენა კუნთის დაჭიმვის დროს ყრუ ტკივილი და უცნაური შეგრძნება მაქვს. თითქოს კუნთი აწვება რამეს, სიცივეც მოქმედებს, და სიარულის დროს წელიდან ჩაყოლებული მარჯვენა ფეხზე გადადის ყრუ ტკივილი, ასევე წინა მხარესაც გადმოდის ეს ყრუ ტკივილი, მაგალითად მარჯვენა ჯირკვალზე. ხომ ვერ მწტყვით დაახლოებით რისი ბრალია? მასაჟისტმა მითხრა იშიაზიაო.

პასუხი
-სავარაუდოდ კვლავ იშიაზი უნდა იყოს თქვენი ჩივილი მიზეზი; იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება. იშიაზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:
• ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი;
• მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს;
• მსხლისებრი კუნთის სინდრომი (მსხლისებრი კუნთი დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ მდებარეობს. საჯდომი ნერვი მასში ან მის ქვეშ გადის.
ტკივილს განაპირობებს საჯდომის ნერვის მიჭყლეტა მსხლისებრი კუნთის შეკუმშვის შედეგად, თვით კუნთის სპაზმი კი ხშირად გავა-წელის ოსტეოქონდროზით არის გამოწვეული);
• მალათაშორისი დისკის დეგენერაცია;
• ართრიტი;
• ტრავმა;
• შეკრულობა;
• დიაბეტი;
• ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა.
წარმატებული მურნალობისთვის საჭიროა გამომწვევი მიზეზის გამოვლენა და მისი მკურნალობა.
იშიაზის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია მწვავე პერიოდში მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფი მაგარ საწოლზე უნდა იწვეს. უმჯობესია, საწოლზე დავდოთ ხის დაფა და ზედ თხელი ლეიბი დავაგოთ. მწვავე ტკივილის დროს ხერხემლის დატვირთვის შესამცირებლად რეკომენდებულია წოლა. მწოლიარეს წელის ქვეშ უნდა ედოს ბალიში ან დახვეული პლედი, ხოლო ფეხები ოდნავ ამაღლებული და მუხლებში მოხრილი ჰქონდეს. ასეთ პოზიციაში ხერხემლის მიდამოს მსხვილი კუნთები დუნდება, რაც ტკივილს საგრძნობლად ამცირებს.ტკივილის დასაცხრობად მტკივან ადგილას ისვამენ გამაღიზიანებელ მალამოს, მაგალითად, ფინალგონს, ნიკოფლექსს, იდებენ წიწაკის ან მდოგვის საფენს. კარგია მტკივანი არის დაზელა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით (ინდომეტაცინით, ორტოფენით, ვოლტარენით). პარალელურად ინიშნება ასეთივე პრეპარატების საინექციო ან დასალევი ფორმები, მაგრამ ასეთ ფორმებს ახასიათებს გვერდითი ეფექტები (მაგალითად, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება), ამიტომ მათი მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად