რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
–გამარჯობათ,ვარ 26 წლის გასათხოვარი გოგო,2 წლის წინ გულის აჩქარებებით და სხვადასხვა მახასიათებელი შეგრძნებებით გულის არეში (წვა,ჩხვლეტა) მივმართე კარდიოლოგს,კარდიოგრამაც გადავიღე და ეხოც,მითხრეს არაფერია,ნერვების ბრალიაო.მართალია ნერვები არ მაქვს მწყობრში,მაგრამ თითქოს ნელ-ნელა გადავლახე ეს ყველაფერი,ეხლა ზოგჯერ ისევ მაქვს ხოლმე ეს სიმპტომები,ზოჰჯერ საშინლად გამწვავს მარცხენა მხარეს,აჩქარებებიც მაქვს,ზოგადად ძილის რეჟიმი მაქვს ძალიან არეული,ნერვული პრობლემების გამო,მაქვს შიშები და მგონია რომ გულის პრობლემა მაქვს,უბრალოდ მაინტერესებს ეს ისევ ნერვების ბრალია თუ ისევ კარდიოლოგს მივმართო?
პასუხი
–მთავარი, ასეთი მდგომარეობის დროს, არის იმ ფაქტორის მოხსნა, რომელიც განაპირობებს ნერვულ ფონს, შესაბამისად აუცილებელია დღის რეჟიმის მოწესრიგება (ბალანსირებული კვება, ღამის 7–8სთ–იანი მშვიდი ძილი), სასურველია შესაძლებლობიდან გამომდინარე ვარჯიში, განსაკუთრებით კარგია ცურვა; თუ დამოუკიდებლად გიჭირთ პრობლემებთან გამკლავება, მაშინ უნდა მიმართოთ ფსიქონევროლოგს.