–! ჩემი პატარა 2 თვისაა (გოგო),მყავს ბუნებრივ კვებ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

02-10-2014

–გამარჯობა! ჩემი პატარა 2 თვისაა (გოგო),მყავს ბუნებრივ კვებაზე,ღამის 11 საათიდან უმიზეზოდ იწყებს ტირილს, არც ძუძუს იდებს პირში, არც დაწოლა მოწონს, არც ხელში აყვანა სიამოვნებს, დაახლოებით ასე 2-3 საათისთვის იძინებს და სძინავს დილამდე. მაინტერესებს რა შეიძლება ტირილის მიზეზი იყოს,შეიძლება რომ კვება არ ყოფნიდეს? (პირველ თვეს მოიმატა 1 400,მეორე თვეს 1 კილო). ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე,რა შეიძლება ტირილის მიზეზი იყოს. წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
–პატარას ჭირვეულობის მიზეზი როგორც ჩანს ნაწლავური კოლიკაა (მუცლის ტკივილი), რომელიც უფრო ხშირად სწორედ დღის მეორე ნახევარში ან საღამოთი აწუხებს ხოლმე 3-4 თვემდე ახალშობილებს; როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს. პირველ რიგში გადასახედია თქვენი კვება, მოერიდეთ ისეთი საკვების მიღებას, რომელი შეიძლება გახდეს მეტეორიზმის მიზეზი : რძე, შოკოლადი, ალკოჰოლი, კომბოსტო, ხახვი, პარკოსანი მცენარეები, ყურძენი, საკონდიტრო ნაწარმი, სანელებლებით მომზადებულ საკვები. ჭამის მერე დაეხმარეთ ბავშვს დაბოყინებაში , ამისთვის კვების შემდეგ ბავშვი 10-20 წუთით დაიკავეთ ვერტიკალურად, პირისახით თქვენსკენ. შესაძლოა, თავის დაჭერა გაუჭირდეს, ამიტომ თქვენ დაუკავეთ. მუცლით მიიბჯინეთ მკერდზე, ხოლო თავი თქვენს მხარზე ჩამოადებინოთ. ძუძუს წოვების დროს, შეეცადეთ, პაწიას კარგად ჩაუდოთ პირში ძუძუსთავი არეოლასთან ერთად - უფრო ნაკლები ჰაერი ჩაეყლაპება.
პედიატრთან შეთანხმებით სცადეთ გაზების საწინააღმდეგო საშუალებები.
დამატებითი რჩევების მისაღებად გადადით ბმულზე "მეტეორიზმი ჩვილ ბავშვებში"
http://www.mkurnali.ge/pediatria2/1332-2009-06-02-13-55-34.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად