გადავიხე ეხო და პასუხებია შემდეგი საშვილოსნოს ტან... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

02-10-2014

-გადავიხე ეხო და პასუხებია შემდეგი საშვილოსნოს ტანის ზომა 55X42X60 მმ ყელის არხის სიგრძე 29 მმ საშვილოსნო გადახრილია წინ და მარცხნივ. მარჯვენა საკვერცხის ზომაა 43X32X30 მმ . მარცხენა საკვერცხის ზომაა 31X19X18 მმ. მარჯვენა საკვერცხე მაქვს გადიდებული ანტების გამო, მაინტერესებს რამდენია საკვერცხის ნორმალური ზომები და რას ნიშნავს საშვილოსნოს გადახრა წინ და მარცხნივ?

პასუხი
- საკვერცხეების ნორმალური მოცულობა 4,0-10,0 სმ3-ია. ადრეული პროლიფერაციის ფაზაში მარჯვენა და მარცხენა საკვერცხეების ზომები თითქმის ერთნაირია, მაგრამ მერე, ანტრალური და დომინანტური ფოლიკულების რაოდენობისა და ზომების კვალობაზე, განსხვავება შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. ამრიგად, პათოლოგიური გადიდების აღმოსაჩენად კვლევა უნდა ჩატარდეს მენსტრუაციის მე-5-7 დღეს. ამასთან, გადამწყვეტია მისი არა სიგრძე-სიგანის, არამედ მოცულობის განსაზღვრა რომელიც ნორმაში არ აღემატება 10 სმ3-ს. საშვილოსნოსა და საკვერცხეების ანატომიის განხილვა აუცილებლად მენსტრუალური ციკლის ფაზების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. 

რაც შეეხება საშილოსნოს გასდახრას, საშვილოსნოს გადახრა – საშვილოსნოს არასწორი მდებარეობაა – მისი სიგრძივი ღერძის გადანაცვლება უკან ან წინ; ხშირად თან ახლავს საშვილოსნოს განუვითარებლობას და მცირე მენჯის ორგანოთა ანთებით დაავადებებს. კლინიკური მანიფესტაცის გარეშე საშვილოსნოს გადახრა სერიოზულ პათოლოგიურ მდგომარეობას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის ძირითადი მეთოდია ქირურგიული მკურნალობა იოგოვანი აპარატის კორეციით. 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად