–.მყავს 2 წლის და 7 თვის ვაჟი. 28 სექტემბერს ერთხე... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
02-10-2014

–გამარჯობათ.მყავს 2 წლის და 7 თვის ვაჟი. 28 სექტემბერს ერთხელ აეშალა კუჭი. 29–ში დიეტურებზე მყავდა და არ აშლია. 30–ში დღეობა გვქონდა სახლში.მისი კვება ვერ გავაკონტროლე. ბევრი შოკოლადი, ტორტი, ღორის ხორციც ჭამა. პირველში დილით აღებინა რაც ჭამა ვერაფერი შეინარჩუნა. ორჯერ კუჭი აეშალა. დღესაც უკვე ორჯერ აეშალა. წყალივით გადის. გული არ ერევა. ლინექს დილით და საღამოს. მთელი დღე ვალევინებ და აისოლს. ექიმთან ვერ მივდივარ. იქნებ მირჩიოთ კუჭის შემკვრელი რაიმე.

პასუხი
–გადაიყვანეთ ბავშვი დიეტურ საკვებზე - ნუ მისცემთ ცხიმიან, რძიან, ზედმეტად ტკბილ პროდუქტებს, აგრეთვე რამდენიმე დღით შეზღუდეთ ცოცხალი ხილი რაციონში. მიეცით ბავშვს დღის განმავლობაში რეჰიდრონის ხსნარი ან აისოლი. საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე დღეში 3–ჯერ მიეცით ლინექსი (ერთი კაფსულის შიგთავსი გახსენით წყალში კოვზზე). ასე გააკეთეთ ყოველ ჭამაზე. თუ დღის ბოლომდე დიარეა არ მოიხსნა ან არ შემცირდა მაინც, აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად