რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
–მაინტერესებს ღვიძლის გაწმენდის ის მეთოდი.....რაღაც მცენარეულ ნაყენებს სვამენ,და მერე თბილ გრელკას იდებენ გვერდზე, თუ რაიმე იცით ამ მეთოდით ღვიძლის გაწმენდაზე,მომწერეთ რა,როგორ გავაკეთო??? .....დიდი მადლობა წინასწარ.....
პასუხი
–ღვიძლისა და სანაღვლე გზის, აგრეთე ორგანიზმის გაწმენდა შეიძლება მინერალური წყლებით (ე.წ.დიუბაჟით). მაგრამ ეს უნდა ჩატარდეს ძალიან ფრთხილად, რათა ნაღველში დაგროვილმა სილამ ან კენჭებმა არ ჩაკეტოს ნაღვლის ბუშტის სადინარი და საჭირო არ გახდეს ოპერაცია. დიუბაჟის ჩატარება ასევე არარეკომენდებულია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. ხოლო ნაღვლის ბუშტის პიროკინეზიის, ქრონიკული შეკრულობის, ზედმეტი წონისა და მაძღრისად ჭამის შემდეგ ძალიან სასარგებლოა ეს პროცედურა. დიუბაჟის (ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვა) დროს შეიძლება გამოიყენოთ "ბორჯომი", "ნაბეღლავი". უმჯობესია თბილი და გაზგასული 1/3 ჩ/ჭ მინერალური წყალი დალიოთ 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე. არ გირჩევთ თვითმკურნალობას, ნებისმიერი პროცედურა, მათ შორის ტუბაჟიც, მხოლოდ გამოკვლევის შემდეგ ექიმის დანიშნულებით უნდა ჩაიტაროთ, რათა ღვიძლმა დაუბრკოლებლად იმუშაოს.