მოგესალმებით. ვარ 26 წლის და მაქვს სახეზე გამონაყა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

02-10-2014

-მოგესალმებით. ვარ 26 წლის და მაქვს სახეზე გამონაყარი. კოსმეტოლოგთან დავდივარ, მაგრამ მიუხედავდ ამისა მაინც მაწუხებს გამონაყარი. როგორც კი ნიგვზიან საკვებს მივირთმევ გამონაყარი ეგრევე ჩნდება, ასევე მაქვს კუჭ–ნაწლავის პრობლემა და შეიძლება მასთან კავშირში იყოს გამონაყარი? რა გამოკვლევები ან ანალიზები გავიკეთო რომ დავადგინო რეალური მიზეზი გამონაყარის და ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორო.

პასუხი
-ეს არის ვულგარული ფერიმჭამელა. იგი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა), მენსტრუალური ციკლის დარღვევები და სხვა. თუ არ მოხდა თუ არ მოხდა მიზეზის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალობით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ. ასე, რომ თუ გაქვთ ჩივილი კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, მაშინ ამ საკითხის მოსაგვარებლად გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ.  თუმცა სხვა ზემოაღნიშნული მიზეზებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, ამიტომ უმჯობესი იქნება დერმატოლოგს მიმართოთ, თქვენთან გასაუბრებისა და მდგომარეობის შეფასების შემდეგ განსაზღვრავს რა მიმართულებით უნდა დაიგეგმოს გამოკვლევები.
პარალელურად დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად