რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-დაახლოებით სამი თვის წინ ხელის მტევნებზე შევნიშნე თეთრი ლაქები, თავიდან ძალიან მკრთალი ლაქები იყო, ოდნავ შესამჩნევი, ახლა უფრო მკვეთრია, და ლაქების რაოდენობამაც იმატა, გადავიდა მტევნების ზემოთ ხელებზეც, მაქვს რეინოს დაავადება (ზამთარში ხელები მილურჯდება ბავშობიდან) და ექიმმა ივარაუდა რომ ვიტილიგო შეიძლება იყოს, მითხრა ასევე რომ არაა გამორიცხული სოკოც, მეშინია სკლეროდერმია არ იყოს, შეგიძლიათ რაიმე სახის კონსულტაცია გამიწიოთ? ვარ 25 წლის ბიჭი, არ მაქვს არანაირი სხვა სიმპტომი, ამ რამდენიმე დგის წინ სახეზე შევნიშნე რამდენიმე ადგილას პატარა ჩაღრმავებები, რაც არ მქონია იქამდე, ხომ არ შეიძება ეს ამასთან რამე შუაში იყოს და ასევე მარცხენა ხელის არა თითი მაქვს დაბუჟებული მეორე დღეა, ეს ორიოდე თვის წინაც მქონდა ნეკა თითზე და ახლა მეორედ გამიმეორდა ამჯერად არა თითზე, ხომ არ არის ეს სკლეროდერმიის ნიშნები? უჩვეულო სისუსტეს არ ვგრძნობ, არც სახსრებში ტკივილს, არც ყლაპვა მიჩირს და არც კანის გამკვრივებას ვგრძნობ სადმე, შესაძლოა ეს სკლეროდერმიის საწყისი ეტაპი იყოს ?
პასუხი
-ეს ჩივილები არ არის ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზე დაისმის სკლეროდერმიის დიაგნოზი, ვეთანხმებით თქვენი ექიმის ვარაუდს და დასაზუსტებლად დერმატოლოგს უნდა მიმართოთ; რაც შეეხება თითიების დაბუჟებას, შესაძლოა დღის განმავლობაში მტევნით ასრულებდეთ ისეთ მუშაობას, რაც ამ ჩივილს იწვევს ან კისრის მალების ოსტეოქონდროზია მიმართეთ ნევროპათოლოგს.