რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ,წინა თვეში მქონდა მენსტრუაცია 25-ში, ამ თვეში 20-ში მომივიდა, ოღონდ სისხლიანი გამონადენი არ მაქვს, ყავისფერი და ცოტ-ცოტა,ექიმმა ეხოსკოპიით მითრა რომ არ ვარ ორსულად, ტესტმა კი დადებითი აჩვენა, მითხრა შეიძლება გარე ორსულობა იყოსო და 1 კვირაში თუ არ მოგივიდა მენსტრუაცია ამოდი ისევ ეხოზეო, გთხოვთ მითხრათ რა სომპტომებბი ახასიათებს გარე ორსულობას??
პასუხი
-ტესტი აჩვენებს ნებისმიერ ორსულობას, თუნდაც ის იყოს საშვილოსნოსგარე ორსულობა. მაგრამ თავად საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოზის დადგენა ასეთი ტესტით არ ხდება. ამ დროს სისხლში ქორიონულ გონადოტროპინზე ანალიზი გაცილებით უფრო ინფორმატიულია, ვიდრე ტესტი შარდში მის არსებობაზე - საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში მისი დონე დაბალია, ვიდრე ნორმალური ორსულობისას. დინამიკაში უნდა მოხდეს მისი (ქორიონულ გონადოტროპინის) დონის შეფასება და პარალელურად ჩატარდეს ექოსკოპიური გამოკვლევაც. დროულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა მედიკამენტური მეთოდით ან ოპერაცია კვერცხსავალი მილის შენარჩუნებით. მაგრამ კვერცხსავალი მილის გახეთქვის და შინაგანი სისხლდენის დროს სასიცოცხლოდ აუცილებელია გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა. დიაგნოზს სვამს ექიმი, რადგანაც ამ პათოლოგიას ახასიათებს ისეთივე ნიშნები, როგორც ჩვეულებრივ, ნორმალურ ორსულობას.