ჩემი შვილი მალე 3 თვის გახდება. ბუნებრივ კვებაზე მ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

01-10-2014

-ჩემი შვილი მალე 3 თვის გახდება. ბუნებრივ კვებაზე მყავს. ყოველი ჭამის შემდეგ ხელში ვიჭერ რომ დააბოყინოს. რაღაც დროის შემდეგ ტირილს იწყებს ხოლმე, იჭმუჭნება და უკან ამოაქვს საჭმელი . ეს არის გამჭვირვალე სითხე, ხაჭონარები.შესაძლებელია რო ბევრს ჭამდეს და ვერ ინელებდეს.არადა ის ხომ უკვე 3 თვისაა. გამიგია კიდევ კუჭის სარქველზე. რისი ბრალი შეიძლება იყოს, არის თუ არა ეს ბუნებრივი ან როგორ გავიგო არის თუ არა ეს სარქველის ბრალი.

პასუხი
-წამოქაფება უმეტესწილად ფიზიოლოგიურია და მკურნალობას არ მოითხოვს. თუ წამოქაფება ღებინებაში გადაიზარდა და ბავშვი მთელ ულუფას აბრუნებს უკან, ჭირვეულობს და წუხს, მაშინ საჭიროა პედიატრს ან ბავშვთა გასტროენტეროლოგს მიმართოთ;  წამოქაფება ღებინებისგან ადვილი გასარჩევია. წამოქაფების დროს რძეს არ აქვს სპეციფიკური მომჟავო სუნი და ოდნავ შეხაჭოებულია. ამ დროს პირიდან ამოდის კუჭის ან საყლაპავის შიგთავსი, ხოლო ღებინებისას პროცესში ჩართულია ნაწლავიც. ღებინებისას ბავშვი კარგავს წონას, ან არ იმატებს წონაში ან იმატებს უფრო ნაკლებს, ვიდრე ასაკის მიხედვით ეკუთვნის. ამ დროს, როგორც უკვე ვთქვით, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
როგორ უნდა მოიქცეთ: კვების შემდეგ ბავშვი 10-20 წუთით დაიკავეთ ვერტიკალურად, პირისახით თქვენკენ.  შესაძლოა, თავის დაჭერა გაუჭირდეს, ამიტომ თქვენ დაუკავეთ. მუცლით მიიბჯინეთ მკერდზე, ხოლო თავი თქვენს მხარზე ჩამოადებინოთ. ძუძუს წოვების დროს, შეეცადეთ, პაწიას კარგად ჩაუდოთ პირში ძუძუსთავი არეოლასთან ერთად - უფრო ნაკლები ჰაერი ჩაეყლაპება. თუ ბავშვს ბოთლით ,მისცემთ საკვებს, ყურადღება მიაქციეთ საწოვარას ნახვრეტის ზომას. დიდი ზომის ნახვრეტი მას დიდი ყლუპების ყლაპვას აიძულებს, რამაც შესაძლოა დიაფრაგმის სპაზმი და შეკუმშვა გამოიწვიოს. ვერტიკალურ მდგომარეობაში წამობოყინების შემდეგ ბავშვი საწოლში ან საბავშვო ეტლში გვერდულად ჩააწვინეთ, რათა, თუ კვლავ წამოაქაფა, მასა სასულეში არ გადასცდეს. ახალშობილებს ბალიშს არ უდებენ, ამიტომ საწოლის თავი უნდა წამოუწიოთ ისე, რომ თავი კუჭზე მაღლა იყოს. შეიძლება ლეიბის ქვეშ რამის ამოდებაც. ბავშვების უმრავლესობა წამოქაფებას წყვეტს დაახლოებით 6 თვის ასაკში.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად