. 3 თვის წინ მქონდა სექსი პირველად. მანამდე ექიმმა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

01-10-2014

-გამარჯობათ. 3 თვის წინ მქონდა სექსი პირველად. მანამდე ექიმმა მითხრა რომ მაქვს შარდის ბუშტის ანთება. მაქვს საშინელი ქავილი და წვა. და ეს სიმპტპმები სოკოს დროს არის შესაძლებელი ? პარალელურად ვიყავი ზღვაზე. ჩემს პარტნიორს აქვს სოკო სავარაუდოდ ჩემგან გადაედო. და მაინტერესებს სოკო რატო ჩნდება ? ზღვისგან შეიძლება მქონოდა?

პასუხი
-ნაცხის ანალიზის გარეშე ვერ გეტყვით ჩივილის მიზეზს. მსგავსი ჩივილი ინფექციის გარადა სექსობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებსაც ახასიათებთ. უნდა მიხვიდეთ გინეკოლოგთან, რომელიც ჩაგიტარებთ გამოკვლევებს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
რაც შეეხება სოკოვანი დაავადების ზღვასთან კავშირს, გენიტალური ინფექციები არ გადადის წყლით, ჰაერით, უბრალოდ ზღვაზე დასვენების დროს ხდება არსებული პათოლოგიების გამწვავება, მითუმეტეს თუ არ იცავთ გარკველ წესებს, კერძოდ უნდა დაიცვათ სასქესო ორგანოთა ჰიგიენა და ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ფაქტორს: წყლიდან ამოსვლისთანავე გამოიცვალოთ საცურაო კოსტიუმი. სველი კოსტიუმით ტენიან ქვიშაზე წოლა არასასურველია - ნესტიანმა გარემომ შესაძლოა ხელი შეუწყოს საშოს სოკოვანი პათოლოგიის გამწვავებას. არ უნდა გამოიყენოთ ე.წ. ტაფჩანი, რადგან ის თქვენამდე შესაძლოა დაავადებულმა ადამიანმა გამოიყენა. სჯობს პირსახოცი დაიფინოთ პირდაპირ ქვებზე და თანაც დაიმახსოვროთ, რომელია ,,თქვენი“ მხარე. გარდა ამისა, თუ არ გამოიყენეთ სხვისი პირადი ნივთები, მაგ. პირსახოცი, საპარსი, საცვალი, საცურაო კოსტიუმი.
რაც შეეხება ცისტიტს, შარდვის დროს წვა ცისტიტს უკავშირდება. თუმცა შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მანიშნებელიც იყოს (როგორც წესი ცისტიტის მიზეზი ქალებში გინეკოლოგიური დაავადებებია, გირჩევთ მიმართოთ უროლოგს და/ან გინეკოლოგს, რადგან თუ მიზეზი არ იქნა დადგენილი პრობლემა პერიოდულად შეგახსენებთ თავს და გამორიცხული არ არის შემდეგომი გართულებებიც.
ქრონიკული ცისტიტი პრობლემად გექცევთ. აუცილებლია გაკეთდეს  შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, საშოს ნაცხის ანალიზი(ქალის შემთხვევაში). ასე განისაზღვრება გამომწვევი ბაქტერია, შემდეგ უნდა გაკეთდეს ბაქტერიის მგრძნობელობის დადგენა ანტიბიოტიკების მიმართ და ამის მიხედვით შეირჩეს ანტიბიოტიკი.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულად სასქესო ორგანოების სოკოვან დაავადებას, სოკო არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, სოკო პირობითპათოგენური ბაქტერიაა,რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არის ორგანიზმში და გარკვეული პირობების შექმნისას აქტიურდება. შესაძლოა გადაეცეს სქესობრივი გზით, მაგრამ დაავადება არ გამოიწვიოს. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს დამატებითი ფაქტორები, კერძოდ: სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანება და თანდაყოლილი ანომალიები; სხვადასხვა დაავადება და ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომლებსაც თან სდევს ჰორმონული ფონის ცვლილება და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, ფსიქიკური დაავადებები, ორსულობა, კლიმაქსური პერიოდი; ჰიპოვიტამინოზები და ავიტამინოზები; კორტიკოსტეროიდებით, ციტოსტატიკებით, იმუნოდეპრესანტებით და სხივური თერაპიით მკურნალობა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების არასწორი გამოყენება; ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება; ხანგრძლივი სტრესი და არასწორი კვება. ნერვული სტრესი, ანტიბაქტერიული საპნების, მოჭერილი საცვლების ხმარება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
04 ოქტომბერი 2014 00:32
გავიკეთE ნაცხის ანალოზი დღეს. და აღმომაჩნდა სოკო ბაქტერიები დიდ. რაოდენობით დ. ლეიკოციტები. ექიმმა დამინიშნა ანტიბიოტიკი ნემსი და სოკოსსთვის ერთი წამალი. გამორეცხვები .. დ. მაინტერესებს გამორეცხვა როგორ გავიკეთო? პროცესი ვიც. უბრალოდ წამალი მაინტერესებს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად