რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- უკვე დავსვი კითხვა და პასუხად დამიწერეთ, რა ანალიზები გაკეთდა. იქვე ვერ ვამატებ კომენტარს და ცალკე კითხვად მოგწერთ. მენსტრუალური ციკლი ნორმაშია. 1 თვის წინ ჩატარებულმა ჰორმონალურმა გამოკვლევამ აჩვენა: TSH-თირეოტროპული ჰორმონი - 1.0 FT-4-თიროქსინის თავისუფალი ფრაქცია - 1.5 Anti-TPO - ანტისხეულები თირეოიდპეროქსიდაზის მიმართ - 1.0 ამ შედეგების ფონზე დამინიშნეს იოდმარინი. 4 წლის წინ მსგავსი სიმპტომები რომ მქონდა, მაშინ გავიგე პირველად ჩიყვთან დაკავშირებული პეობლემა რომ მქონდა, მაშინ TSH იყო 3.08 და დამინიშნეს ლ-თიროქსინი. დანიშვნიდან 1 თვეში ძალიან კარგად ვიყავი და, აი, ბოლო 1 წელია ისევ გამიმეორდა, მაგრამ, თიროქსინის იმავე დოზამ ვერ ჩამაყენა ფორმაში. ვერ ვხვდები, რა უნდა იყოს მიზეზი. ვახდენ აქამდე დასმული კითხვის ციტირებას: ვარ 21 წლის გოგო. მაქვს ნევროზული შფოთვითი დარღვევები და აღმენიშნება: სხეულის ტემპერატურის მატება, სხეულში წვის შეგრძნება. ქრონიკული დაღლილობა, დიზორიენტაცია. თავბრუსხვევა. გულისცემის აჩქარება.კუნთების კრთომა. ოფლიანობა. დაბუჟების შეგრძნება კიდურებში, სახესა და სხეულის სხვა მიდამოებში. შეგრძნება, თითქოს იატაკი მოძრაობს ზევით და ქვევით. მშრალი, წყლიანი თვალები. პერიფერიულად ნათების ან ციმციმის მოლანდება. თვალის დახუჭვისას შეგრძნება, თითქოს ტივტივს დაიწყებ ჰაერში. მხედველობაში წერტილები. განზომილების არასწორობის შეგრძნება. ყურში უცაბედი წუილი. თავის დაჭიმულობის შეგრძნება. წნევის შეგრძნება. და სხვა მსგავსი სიმპტომები."
პასუხი
-დამოუკიდებლად ლ თიროქსინის მიღებას მოერიდეთ, სავარაუდოდ ეს სიმპტომები თუ ახალი განვითარებულია გამოწვეულია ამ პრეპრატის მიღებით. მიმართეთ კვალიფიციურ ენდოკრინოლოგს;