31 აგვისტოს ვიყავით ზღვაზე 4 დღით და რომ ჩამოვედი... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
01-10-2014

-გამარჯობათ, 31 აგვისტოს ვიყავით ზღვაზე 4 დღით და რომ ჩამოვედით მეორე დღეს დაეწყო ბავშვს დაბალი სიცხეები 34 , 35. ბავშვი 9 თვის ხდება.ექიმმა არაფერი დაუნიშნა თავისით გაუვლისო გაუარა რამდენიმე დღე ჩვეულებრივ ქონდა მერე აღარც მივაქციეთ ყურადღება.ახლა 10 დღის წინ გაცივდა და 2 დღე 38 მდე ქონდა სიცხე და მესამე დღიდან უკვე 33.3 34.9 და ასეთი დაბალი სიცხეები. ახლა 3 დღეა ცოტა აეწია 35.9 35,5 ქონდა და ვიფიქრე იწევს ნელნელა მაღლა-თქო და დღეს ისევ 34.9 აქვს. ექიმმა ფილტვებში მოუსმინა გასინჯა და არაფერიაო ვირუსია თავისით გაუვლისო და არაფერი დაუნიშნა.თუ გაუგრძელდა ასე კოფეინი მიეცით მეოთხედიო..მესამე დღეა სისველეც აღარ აქვს და ეს დაბალი ტემპერატურა ამდენ ხანს რომ აქვს საშიშია?როგორ მოვიქცეთ?რისი ბრალი შეიძლება იყოს? იქნებ მალე მიპასუხოთ :( დიდი მადლობა.

პასუხი
-საშიში არ არის, ასეთი ტემპერატურა გადატანილი ვირუსული ინფექციის შემდეგ იცის ხოლმე. გყავდეთ თბილად ჩაცმული, განსაკუთრებით დაუთბუნეთ ფეხები, ზედმეტადაც არა.
ნუ გაიყვანთ გარეთ, სანამ ტემპერატურა დაბალი აქვს, რადგან ამ დროს ბავშის იმუნიტეტი ისედაც დაქვეითებულია, მოარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ღამით დაიწვინეთ თქვენს გვერდით, რომ თბილად იყოს, თუ დამატებით ბავშვი ღებულობს ხილს ან ხაჭოს კარგია, ეს ააქტივებს ორგანიზმის დამცველ ძალებს. დატვირთეთ თბილი სითხით (საბავშვო ჩაი), პედიატრის რჩევით სასურველი იქნება ვიტამინების მიღება; დაახლოებით ერთ კვირაში მდგომარეობა გამოსწორდება.
კომენტარები
22 ნოემბერი 2014 23:23
გამარჯობათ, ბავშვს ისევ უგრძელსება ხოლმე დაბალი სიცხეები. 35.5 35.6 დაახლოებით ასეთი თემპერატურები აქვს ხოლმე ისევ. ექიმთან რამდენჯერ გვყავდა გადალახავს ინფექციის ბრალია ინფექცია შეხვდა რაღაც და გადაუვლისო მაგრამ ამდენ ხანს შეიძლება?უკვე 3 თვეა გასული და.როგორ მოვიქცეთ? ეს დასაშვებია? ექიმს დავუჯეროთ თუ რა ზომებს მივმართოთ? :( გმადლობთ წინასწარ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად