რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. 28 -ში უნდა მომსვლოდა მენსტრუაცია. ორი დღის გადაცდენის შემდეგ ტესტმა დადებითი აჩვენა. 28 რიცხვიდან მუცლის ქვედა ნაწილში მქონდა ისეთი შეგრძნება თითქოს უნდა მომსვლოდა. მაინტერესებს რამდენი კვირის შეიძლება იყოს ორსული ,როცა ასეთი შეგრძნება აქვს. და გამოწვეულია თუ არა იმით რომ ამ დროს ნაყოფის მიმაგრება ხდება საშვილოსნოზე. დიდი მადლობა
პასუხი
-ორსულობის ვადის გამოსათვლელად თქვენ უნდა მოგეწერთ ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე, თუ ციკლის გადაცდენა ორსულობით არის განპირობებული, მაშინ სავარაუდოდ 2-3 კვირის ორსულობა უნდა იყოს; ორსულობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს ასეთი ჩივილი, მაგრამ ამავე დროს იცოდეთ, რომ ტკივლი წელისა და მუცლის ქვედა არეში შესაძლოა იყოს არა მხოლოდ ორსულობის, არამედ მუცლის მოშლის საფრთხის სიმპტომი (ფეხმძიმობის შეწყვეტა) ადრეულ სტადიაზე. ამიტომ თუ ორსულობა დადასტურებული და ასეთი ტკივილები გაწუხებთ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმ–გინეკოლოგს, რომელიც გამოიკვლევს და ზუსტად დაადგენს თქვენი ტკივილის ზუსტ მიზეზს და მიიღებს ზომებს შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად.ისარგებლეთ ჩვენი ვებ გვერდის გამომთვლელით, გადადით ბმულზე http://www.mkurnali.ge/orsulobis-vada.html