რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ გათხოვილი, აქამდე არ ვგეგმავდით ბავშვის გაჩენას, ახლა კი როცა დავგეგმეთ და გავითვალისწინეთ ოვულაციის პერიოდიც, რამდენიმე დღეში გავხდი ავად გრიპით, 3 დღე მაღალი სიცხეებით , ბრონხიტით და სურდოთი. ამის გარდა მივიღე შემდეგი წამლები: ასპირინი ც, ლაზოლვანის და ფიზიოლოგიური ხსნარის ინგალაცია, ომეპრაზოლი და პანტო-დენკი (მაწუხებდა კუჭიც, სხვა მიზეზის გამო). მიუხედავად იმისა რომ ჯერ ციკლის დრო არ მოსულა და არ ვიცი ვარ თუ არა ფეხმძიმედ, მაინტერესებს რამდენად სახიფათოა მდგომარეობა და რა შეიძლება გავაკეთო პრევენციის მიზნით?
პასუხი
-რის პრევენციას გულისხმობთ ? ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ იზავთ. პირველ რიგში დაელოდეთ მომდევნო მენსტრუაციას და დარწმუნდით ან გამორიცხეთ ორსულობა. მისი გამორიცხვის შემდეგ მომავლისთვის გაითვალისწიეთ, რომ არ მიიღოთ ისეთი მედიკამეტები, რაც დაუშვებელია ორსულებისთვის. გისურვებთ წარმატებებს.