რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
–დაახლოებით 3 წლის წინ გამიჩნდა ერთი პრობლემა, რომელიც დღესაც მაწუხებს. საქმე რაშია,3 წლის წინ, ერთი პერიოდი ვღებულობდი კოფეინის(ყავის) დიდ დოზას, დაახლოებით 1 კვრაში გულმკერდის არეში, კერძოდ მარცხენა მკერდის ქვევით და კიდევ ცოტა მარცხნივ, ვიგრძენი ტკივილი ჩასუნთქვისას, როცა შემეძლო ჰაერის რაღაც მასა ჩამესუნთქა (100%), ამ შემთხვევაში დაახლოებით 60% ჩასუნთქვა იყო მაქსიმუმი, ამ მაქსიმუმისას ტკივილი იყო აუტანილე, რაც უფრო ღრმად ვისუნთქავდი,მით უფრო მატულობდა ტკივილი. ეს პრობლემა ეხლაც მაწუხებსა, მაგრამ ეს ტკივილები კოფეინის მიღების გარეშეც მაქვსხოლმე, თუმცა იშვიათად. აგრეთვე ავღნიშნავ იმას, რომ როცა ჩავისუნთქავ ჰაერს, მივალ იმ მაქსიმალური ტკივილის წერთილთან და გადავლახავ მაგას, თითქოს რაღაც ამოძრავდება, იმ ადგილას სადაც ტკივილი მაქვს.კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადგილმდებარეობას: მარცხენა მკერდის (გულის) ქვევით, მკერდის თავიდან დააახლოებით 4–5 სანტიმეტრით ქვევით და 2 სანტიმეტრით კიდევ (ჩემგან) მარცხნივ. იქნებ შეძლოთ და მიპასუხოთ რა პრობლემა მაქვს? გმადობთ.
პასუხი
-ამ ჩასუნთქვის პიკზე ტკივილი ახასიათებს სხვადასხვა პათოლოგიას უნდა მიმართთ ოჯახის ექიმს, რომელიც გასინჯვის შემდეგ მოგცემთ ზუსტ პასხუს . გამოსარიცხია ნეკნთაშორისი ნევრალგია, ნეკნის გამზარვა, მიოზიტი, პლევრიტი, ნეიროცირკულარული დისტონია.