– ვარ 19 წლის ბიჭი, მაქვს ცხიმიანი თმა ასევე ქერტლ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

30-09-2014

– ვარ 19 წლის ბიჭი, მაქვს ცხიმიანი თმა ასევე ქერტლიც და ყოველ სამ დღეში ერთხელ ვიბან თმას შამპუნით ხოდა მეორე დღეს თმა აფუებულია და გამომშრალი და გაუხეშებული და დავარცხნისას მეწიწკნება ხოლმე თმა, დიდი თმა და რამე არ არ მაქვს... რა გავაკეთო რო ასე არ მიუხეშდებოდეს თმა? უკვე თმაც მცვივა კაი ხანია ბავშობიდან ესე მაქვს თუმცა ჯერ მაინც ხშირი თმა მაქვს ჯერ ჯერობით :)

პასუხი
- ქერტლი თავის კანის ცხიმიანობის მიხედვით არის მშრალი და ცხიმიანი. ცხიმოვანი ქერტლი ვითარდება კანის მომატებული ცხიმიანობისას; მშრალი ქერტლი ვითრდება კანის სიმშრალისას და ახლავს ქავილი, ქერტლი ასუსტებს თმის ძირებს და თმა იწყებს ცვენას. მისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია სოკო - Pityrosporum Ovale, რომელიც ყველა ადამიანის თავის კანზეა, მაგრამ გამრავლებას იწყებს მაშინ, როცა ხელსაყრელი პირობები შეექმნება, მაგ თავის კანის მომატებული ცხიმიანობისას. 
სხვა მიზეზები: ნერვული გადაძაბვა, ჰორმონალური დარღვევევი, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, არასწორი კვება, A და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, კანის გამოშრობა, თმის არასწორი მოვლა. ქერტლი ადვილად გადაედება, ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური სავარცხელი. 
ზოგადი მითითება ასეთია: კვებიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, ალერგიული საკვები, ალკოჰოლი, ტკბილეული; 
საჭიროა საკვები რაციონის გამდიდრება ხილით, ბოსტნეულით, რძემჟავა პროდუქტებით, ნაკლებცხიმიანი თევზით, ხორცით, ვიტამინებით A, B, E, C, თუთიით, კალციუმით, რკინით. 
ქერტლის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური მიდგომით (ტრიქოლოგის მიერ), გასათვალისწინებელია თმის ტიპი და გამომწვევი. 
იხილეთ აგრეთვე სტატია ”რა აჩენს ქერტლს” 
კომენტარები
14 ოქტომბერი 2014 14:21
მე რაც ვიკიტხე მთავარი იმაზე არ გამეცით პასუხი
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად