-თმის ცვენას არაერთი მიზეზი აქვს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრისთვის მიდგომა განსხვავებულია; თმის ინტენსიური ცვენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ თმის ღერების კომპლექსური მიკროსკოპიული ანალიზი ვიტამინომინერალურ ბალანსზე ( ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა. ) და ენდოკრინული გამოკვლევა.
ამიტომ იმისათვის რომ სასურველი შედეგი მიიღოთ მიზეზის დასადგენად ტრიქოლოგს უნდა მიმართოთ (ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას).
თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა;
სახლის პირობებში რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს არის სწორი კვება. ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი. გარდა ამისა, კარგია თუ თავის დასაბანად გამოიყენებთ ვიტამინიზირებულ შამპუნებს (თმის ტიპის გათვალისწინებით).
თმის ცვენა შესაძლოა უკავშირდებოდეს თავის კანისა და თმიანი საფარველის ინფექციებს, ენდოკრინულ დარღვევებს (თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დაბალი შემცველობა და ანემია), არსებობს ანდროგენული ტიპის თმის ცვენა, თმის ცვენა ხშირად პირდაპირ კავშირშია დიეტასთან.