.მყავს 11 თვის ბიჭი ისევ ბუნებრივ კვებაზე,მაგრამ ვ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

30-09-2014

-გამარჯობა.მყავს 11 თვის ბიჭი ისევ ბუნებრივ კვებაზე,მაგრამ ვფიქრობ 1 წლამდე ვაჭამო.თქვენ რას მირჩევთ?დიდად აღარ უნდება, ისე საკვები ურჩევნია დამატებითი.მაინტერესებს რა ეჭმება. თევზი და ქათამი თუ ეჭმება გაყინული და რომელი თევზი შეიძლება. ყველაფერი მაინტერესებს.წინასეარ დიდი მადლობა.

პასუხი
-ძუძუთი კვების გაგრძელება 2 წლამდე შეგიძლიათ. 11 თვის ბავშვი უნდა იკვებებოდეს დღეში ხუთჯერ, ოთხსაათიანი ინტერვალებით. დღის განმავლობაში უნდა ღებულობდეს: დედის რძეს ან ადაპტირებულ ნარევს 200მლ, ხილის წვენი 90-100მლ, ხილის პიურე (გახეხილი, ცოცხალი) 90-100გრ; ხაჭო 50გრ შერეული ფაფასთან, რძესთან ან პიურესთან, ხილთან), კვერცხის გული ½, ფაფები (წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის ფაფებს, მონაცვლეობით (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი) 200გრ, ხორცის ფარში 60-70გრ, მაწონი, პური 10გრ. ორცხობილა ან პეჩენია 10-15 გრ, ზეთი 6 მლ, კარაქი 6 გრ. ბოსტნეულის სუფ-ფაფას, საქონლის ხორცისაგან მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს კვირაში 1-2 - ჯერ (წვნიანიც შეგიძლიათ მოამზადოთ); ხორცი და თევზი უნდა იყოს ახალი, გაყინული არასასურველია.
შეურჩიეთ თქვენს პატარას ამ მენიუდან ის, რაც მას ყველაზე მეტად მოეწონება და თანდათან გაუმდიდრეთ რაციონი ამ პროდუქტებით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად