მოგესალმებით, ვიმშობიარე ერთი თვის წინ და მშობიარო... | პროქტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პროქტოლოგია

კატეგორია - პროქტოლოგია

30-09-2014

-მოგესალმებით, ვიმშობიარე ერთი თვის წინ და მშობიარობის მერე ასეთი რამ დამემართა, თუ არ ვცდები ბუასილი უნდა იყოს... კუჭში გასვლის დროს ვგრძნობ ნაწლავში მწვავე ტკივილს და აღმენიშნება ხან მცირე და ხან დიდი რაოდენობით სისხლიანი გამონადენი, მაინტერესებს ვის უნდა მივმართო ამ საკითხზე და რამდენად საშიშია? სახლის პირობებში თუ შეიძლება განკურნება? კუჭში ნორმალურად გავდივარ. გმადლობთ

პასუხი
-თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომების გათვალისწინებით აუცილებელია პროქტოლოგის კონსულტაცია. მანამდე კი არ უნდა დაუშვათ შეკრულობა. კვების რეჟიმი მოიწესრიგეთ ისე, რომ კუჭის მოქმედება იყოს თავისუფალი - შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები.
მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური.
ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს.
ძალიან კარგ შედეგს იძლევა ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით - მუცლის პრესის ვარჯიში. თუ ორ დღეზე მეტ ხანს არ გექნებათ კუჭის მოქმედება, აუცილებლად გაიკეთეთ გამწმენდი ოყნა.
კომენტარები
13 ოქტომბერი 2014 17:57
გამარჯობათ.უკვე აგერ 4-5 თვეა საშინლად მექავება ანუსი დაბანისას.იმდენად რომ ალბათ კანსაც ვიზიანებ.ახლა ამ რამდენიმე დღის წინ და დღეს შევამჩნიე რომ კუჭში გასვლისას საკმაო სისხლი წამომივიდა.არვიცი ეს შიგ ნაწლავიდან გამოვიდა თუ გაღიზიანებული კანიდან წამომივიდა. თან ახლა გავიგე რომ 5 კვირის ფეხმდზიმე ვარ. წინა ფეხმძიმობაზე არავითარ ბუასილს არ შევუწუხებივარ.ეხლა რა გზას დავადგე არ მინდა ფეხმდზიმობისას არასასურველი მედიკამენტების მიღება დამჭირდეს, და რაიმე საფრთხის წინაშე დადგეს ბავშვი.მირჩიეთ რამე გთხოვთ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად