რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
– ვარ 35 წლის და წელი მტკივა ყოველთვის,მაინტერესებს წელის ნერვის ანთებას როგორ ვუმკურნოლო სახლის პირობებში, ექიმთან ვიყავი და წამლებიც გამომიწერა, იქნებ მირჩიოთ სხვა საშუალებებიც რაც დამეხმარება წამლებთან ერთად უკეთესი შედეგი მივიღო,მადლობა
პასუხი
– ხალხურ მედიცინას რადიკულიტის სამკურნალო მრავალი რეცეპტი მოეპოვება. გაგაცნობთ შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტებს: •ქრონიკული რადიკულიტის დროს რეკომენდებულია ჭვავის საფუვრიანი ცომის კომპრესი. თავდაპირველად წელი სკიპიდარით უნდა გაიწმინდოთ, ვიდრე კანი არ გაწითლდება, შემდეგ მტკივან ადგილზე დაიდოთ დოლბანდში გახვეული ცომი, დაიფაროთ გასანთლული ქაღალდი, ზემოდან კი - თბილი ქსოვილი და 40 წუთს გაიჩეროთ. კომპრესი კეთდება დღეგამოშვებით. წვის შეგრძნების შესამცირებლად დალიეთ ფინჯანი თბილი რძე, რომელშიც გახსნილია 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. თუ კანი დაგეწვათ, მკურნალობა დროებით შეწყვიტეთ. მოსარჩენად საკმარისია 3-5 კომპრესი. •კარგია მოხარშული ვერხვის ფოთლების კომპრესები და აბაზანები. ვერხვის კვირტებისა და ფოთლების ნაყენი: 1 სუფრის კოვზს ვასხამთ 1 ჭიქა მდუღარეს, ვაჩერებთ 1 საათს და ვიღებთ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 5-6-ჯერ. ქერქის ნაყენი: გამომშრალ, დაქუცმაცებულ ქერქს ვასხამთ წყალს (1:20), ვადუღებთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში და ვიღებთ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ. მალამო: აიღეთ თანაბარი რაოდენობის დაფშვნილი კვირტი და ნაღების კარაქი და ერთმანეთში აურიეთ. •სუფთა რბილი ქსოვილი დაასველეთ შავი ბოლოკის წვენში, დაიდეთ მტკივან ადგილზე, შეიხვიეთ თბილი ქსოვილით. თუ არ გექნებათ ძლიერი წვა, კომპრესი შეიძლება 2-3 დღეს დაიტოვოთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ. •წვრილად დაკეპეთ ნიორი და ძილის წინ 5-7 წუთით დაიდეთ მტკივან ადგილზე. ყურადღებით იყავით, კანი არ დაგეწვათ. ამის შემდეგ მტკივან ადგილას შეიზილეთ მზესუმზირას ზეთი და ღამით თბილად შეიხვიეთ. •საჯდომი ნერვის ანთებისას 1 სუფრის კოვზ გვიმრის ფესურას ვასხამთ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს, ვათბობთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში და 2 საათით ვაყენებთ. ვიღებთ თითო ყლუპს დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ფრთხილად, მცენარე შხამიანია!