..ჩემი პატარა 7 თვისაა..6 თვემდე დამატება არ მიმიც... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

30-09-2014

-გამარჯობათ..ჩემი პატარა 7 თვისაა..6 თვემდე დამატება არ მიმიცია რადგან ძუძუ ყოფნიდა და წონაშიც მეტს იმატებდა.ერთი თვეა დავიწყეთ სუპები, ფაფები...მაწონი მივეცი, ხილს ისედაც ჭამდა 4 თვიდან..არაფერი არ მოწონს რამდენიმე კოვზს შეჩამს და მაინც ძუძუზეა ფაქტიურად...როგრო მოვიქცე დიდია უკვე და ფაქტიურად რასაც კვება ქვია ვერცერთი საკვები ვერ ჩაუვი,,

პასუხი
-ახალ საკვებთან ნაცნობობას ყველა ბავში ერთნაირი ხალისით როდი ხვდება; შეჩვევა თანდათანობით მოხდება. ნებისმიერი ახალი დამატება ბავშვს უნდა მისცეთ მაშინ როცა სრულიად ჯანმრთელია; პროდუქტის მიცემა უნდა დაიწყოთ მცირე რაოდენობით 1/2 – 1 კოვზიდან და თანდათან გაზარდოთ ერთი კვირის მანძილზე; ახალი პროდუქტი მიეცით დღის პირველ ნახევარში, რათა დააკვირდეთ როგორ აიტანს ორგანიზმი; საკვები მიეცით კოვზით; ახალ საკვებს თუ ბოლომდე ვერ შეჭამს ნუ დააძალებთ;
საკვები უნდა იყოს ადვილად გადასაყლაპი და ასაკის მატებასთან ერთად უნდა გაასქელოთ;
პაწიებს ხილისა და ბოსტნეულის გემო მოსწონთ, ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ ფაფაში (მით უმეტეს, ისეთში, რომლის გემოც ბავშვს მაინცადამიანც არ ხიბლავს) გახეხილ ხილსა და ბოსტნეულს შეურევთ.
ხილით შეზავებული თითქმის ყველა ფაფა ერთნაირად უყვართ. თუ ტკბილ ფაფას წლამდე არ გაასინჯებთ, კარგი იქნება, თორემ დამტკბარს ერთხელ მაინც თუ გაუსინჯა გემო, დაუტკბობელზე შესაძლოა უარი განაცხადოს. ერთი წლიდან კი უკვე შეგიძლიათ, საკვები დაუტკბოთ. ხილიან ფაფას შაქრის დამატება აღარ სჭირდება;  
მაწონი 8-9 თვიდან შეიტანეთ კვების რაციონში.
რჩევებს ამ თემაზე გაეცანით ჩვენი ვებ გვერდის სტატიებიდან:
1. "პირველი დამატებითი საკვები - ბოსტნეულის პიურე"
http://www.mkurnali.ge/pediatria/3065-pirveli-damatebithi-sakvebi-bostneulis-piure.html
2."ჩვენს პატარას ფაფა არ უყვარს..."
http://www.mkurnali.ge/pediatria/275-2008-12-09-21-56-55.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად