-უნდა გადახედოთ კვების რეჟიმს, და რაციონიდან ამოიღოთ ის საკვები, რომლებიც იწვევს შებერილობას, როგორიცაა ბარდა, ლობიო, კომბოსტო, დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული, გაზიანი სასმელები. აუცილებელია იკვებოთ ზომიერი პორციებით დღეში 5-6 ჯერ. საკვების დიდი პორციების იშვიათად მიღება უარყოფითად აისახება საკვების გადამუშავებაზე ნაწლავებში.
ლუკმის ცუდად დაღეჭვა და ყლაპვა იწვევს საჭმელთან ერთად ზედმეტი ჰაერის გადაყლაპვას.
• მუცლის შებერილობა ორსულობის დროს შეიძლება იყოს საჭმლისმომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ნიშანი.
• ორგანიზმში ფერმენტების გამომუშავების დაქვეითება, რომელსაც ქალი ვერ ამჩნევდა ორსულობამდე, შეიძლება გახდეს მეტეორიზმის გაძლიერების მიზეზი _ ფერმენტული უკამსრიობის გამო წვრილ ნაწლავებში გადაუმუშავებელი საკვები ხვდება მსხვილ ნაწლავებში, სადაც მიმდინარეობს ლპობა და გაზების გამოყოფა.
• ორსულობის გვიანდელ ვადებზე გადიდებული საშვლონო მიაჭყლეტს ნაწლავებს, რაც უშლის მას ნორმალურად მუშაობას.
ამ საკითხებზე დაწვრილებით ინფორმაციას მოიძიებთ ჩვენს ვებ გვერდზე სტატიაში „ორსულთა დელიკატური პრობლემები“.
http://www.mkurnali.ge/qalis/1331-2009-06-02-13-48-41.html
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66