მაქვს ფრჩხილის სოკო. თავიდან ვხმარობდი ექსოდერილის... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

29-09-2014

-მაქვს ფრჩხილის სოკო. თავიდან ვხმარობდი ექსოდერილის ხსნარს რომლისგანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ კანი ამექერცლა და გამიწითლდა. ექიმმა მომიხსნა ეს წამალი და დამინიშნა ტერბიზილის ტაბლეტები რომელსაც 6 თვე ვსვამდი. შემდეგ დავიწყე კანდიდის ხსნარის ხმარება და ამის შემდეგ კასტელანის ხსნარის. ხელის ფრჩხილი არ მირჩება მაგრამ არც გამიუარესდა მდგომარეობა, რასაც ვერ ვიტყვი ფეხის ფრჩხილებზე. როგორ ვუმკურნალო ამ დაავადებას, განკურნებადია თუ არა ის და შეიძლება თუ არა, რომ სხვა რაიმე დაავადება იწვევდეს ფრჩხილის სოკოს? მადლობა

პასუხი
–დიახ, სწორი და თანმიმდევრული მკურნალობის შედეგად ფრჩხილის სოკოვანი დაავადება იკურნება. მკურნალობა დიდხანს გრძელდება - მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც საჭიროა ფრჩხილის მთელი ფირფიტის გასაზრდელად. ხელის ფრჩხილები 3-4 თვის განმავლობაში იზრდება, ფეხისა - კიდევ უფრო მეტხანს, 5-6 თვეს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე დაზიანებული ფირფიტის ადგილს მთლიანად ჯანსაღი ფრჩხილი არ დაიკავებს.
პირველ ყოვლისა, აუცილებელია იმუნური სისტემის გაძლიერება, ზედმიწევნით უნდა დაიცვათ მკურნალობის რეჟიმი. თანამედროვე ეფექტურ ანტიმიკოზურ (როგორც სისტემურ, ასევე ადგილობრივ) საშუალებებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში შესაძლოა ჩაირთოს უახლესი მეთოდი - დაზიანებული ფრჩხილის აპარატული დამუშავება. უნდა გაკეთდეს ანალიზი სოკოზე, რათა დადგინდეს სოკოს სახეობა და ამის შემდეგ დაინიშნოს დერმატოლოგის მიერ მკურნალობა. სამკურნალო საშუალება უნდა შეარჩიოს მკურნალმა ექიმმა, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს საკამოდ ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს და მათი დანიშვნა საიტიდან არ შეიძლება. რეციდივის თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებრივ აბანოებში, სპორტულ დარბაზებში, საშხაპეებში, საცურაო აუზში პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვაა საჭირო და სპეციალური ფეხსაცმლის ტარება. აუზიდან ამოსვლის შემდეგ როგორც ხელებზე, ისე ფეხებზე თითებს შორის არეები უნდა გავიწმინდოთ და დავიმუშაოთ ძმრის სუსტი ხსნარით ან სპირტით. გარდა ამისა, უნდა ვატაროთ შეძლებისდაგვარად ხარისხიანი, ნატურალური მასალისგან შეკერილი ფეხსაცმელი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხის ფრჩხილების სოკოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად. , საჭიროა წინდების ხშირი გამოცვა და ფხსაცმელების პერიოდული დეზინფეცია, ფეხსაცმლის დეზინფექცია ტარდება ფორმიდრონის ხსნარით. ამ ხსნარში დასველებული და ოდნავ გაწურული ბამბით ფეხსაცმელები შიგნიდან იწმინდება, შემდეგ 24 საათით იდება ჰაერგაუმტარ პოლიეთილენის პარკში და ბოლოს კარგად ნიავდება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად