რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
–გამარჯობათ გთხოვთ უმორჩილესად მალე მიპასუხოთ, მარცხენა მხარეს გაკეთებული მაქ ბართოლინის ჯირკვლის ოპერაცია, 2 წლის უკან, ეხლა ხანს შევამჩნიე რომ მარჯვენა მხარეს ურთიერთობის მერე მისივდება ბართოლინიტი და ცოტა კვანძურ სიმაგრესაც ვგრძნობ ასევე ბაგეებთანაც იგრძნბა სიმაგრე, პატარა კვანძივით გთხოვთ მითხრად როგორ მოვიქცე. საშიშია თუ არა?
პასუხი
–როგორც ჩანს კვლავ ბართოლინიტია თქვენი ჩივილის მიზეზი; ბართოლინიტი არის საშოს კარიბჭის დიდი ჯირკვლის ანთება. იგი გამოწვეულია სტაფილოკოკით, ნაწლავის ჩხირით, სტრეპტოკოკით, პროტეუსით, უფრო იშვიათად გონოკოკით, ტრიქომონადით, მიკოპლაზმითა და სხვა მიკროორგანიზმებით. ბართოლინიტის დროს პათოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ ჯირკვლის გამომტან სადინარს და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს. ბართოლინიტი უმთავრესად ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო ვითარდება. მის მიზეზად, როგორც ზემოთ ვახსენეთ, შეიძლება იქცეს ვენერული დაავადებაც. ზოგჯერ ის ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაშიც აღმოცენდება (ავიტამინოზის, სტრესის, იმუნიტეტის დაქვეითების დროს და სხვა). რეკომენდებულია 38-39 გრადუსი ტემპერატურის გვირილის ნაყენის 20-წუთიანი მჯდომარე აბაზანები, მაგრამ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს და ჩაიტაროთ საშოს ნაცხის ანალიზი, საშოს გამონადენის ბაქტერიული ნათესი ანტიბიოტიკომგრძნობელობის გასარკვევად. თემას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე სტატიიდან "ბართოლინიტი" http://www.mkurnali.ge/qali/ginekologia/3140-bartholiniti.html