რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ენდოკრინოლოგს მივმართავ კითხვით: 2 წელი ვსვამდი ეუთიროქს და იოდბალანსს მქონდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ,ჰიპოთირეოზი..მქონდა იოდის ნაკლებობა.ამ ორწლიანი მკურნალობის შემდეგ უკეთესი ანალიზების ფონზე შარშან ნოემბრის თვეში ექიმის მითითებით შევწყვიტე წამლების მიღება.და ექიმა მითხრა რომ 1 წელიწადში ისევ გამეკეთებინა განმეორებითი ანალიზები TSH da FT4 ..ეხლახანს ჩავიტარე ეს ანალიზები და პასუხები ასეთია: TSH -0.8 ნორმა 0.4 -6.0 და FT4-1.2 ნორმა 0.8-2.0 და მაინტერესებს როგორი პასუხებია? ისევ რამე დარღვევა ხომ არ მაქვს კიდე დამჭირდება მკურნალობა? და ამასთან თმის ცვენაც მაქვს და ანალიზების პასუხი რას აჩვენებს ამის გამო შეიძლება იყოს ცვენა? ექიმთან ჯერჯერობით ვერ მივალ ფინანსების გამო და იქნებ თქვენ დამეხმაროთ ,როგორი პასუხებია?
პასუხი
-ეს მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, დაგჭირდებათ თუ არა მკურნლობა, ამის დადგენა წინასწსარ ძნელია. რაც შეეხეტა თმის ცვენას, ეძიეთ სხვა მიზეზები, გამოირცხეთ რკინადეფიციტური ანემია (პირველ რიგში გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი) და შემდეგ კი მიმართეთ ტრიქოლოგს.