. მყავს ორი თვის პატარა. ვკვებავ ძუძუთი თუმცა ვერ ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

29-09-2014

-გამარჯობათ. მყავს ორი თვის პატარა. ვკვებავ ძუძუთი თუმცა ვერ ვიცავთ დროს. როცა მოითხოვს მაშინ ვაჭმევ.მაინც შეიძლება დავფეხმძიმდე?კიდევ რძე მარჯვენა ძუძუში უფრო დგება ვიდრე მარცხენაში ამიტომ მაქვს მკერდის ასიმეტრია,მანამდე არ მქონია. რძის გაშრობის შემდეგ ხომ დაიბრუნებს იგივე ფორმას თუ შეიძლება ისევ დიდი და პატარა დამრჩეს?

პასუხი
-კითხვას პასუხობს ამონარიდი ჩვენი ვებ გვერდის სატტიიდან "ძუძუთი კვების დროს მკერდის ასიმეტრიის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლების განსხვავებული დაცლაა. ხდება ხოლმე, რომ ერთ ჯირკვალში რძეზე მოთხოვნა მეტია, მეორეში კი ნაკლები. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ბავშვის არასწორი მოჭიდება ერთ-ერთ ძუძუზე;
არათანაბარი გამოწველა (თუ დედა ძუძუს იწველის);
ერთ-ერთი სარძევე ჯირკვლის უპირატესი გამოყენება;
ღამის კვება მარტო ერთი ძუძუთი;
შეგუბების მკურნალობა არყით ან ქაფურით (სპირტი და ქაფური ჰორმონ ოქსიტოცინის ანტაგონისტებია, ამიტომ მათი კომპრესების შედეგად შესაძლოა შეგუბებასთან ერთად ლაქტაციაც გაქრეს).
- როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
- ზოგჯერ მკერდის ზომის გასწორება ძნელი არ არის, თუ მცირე ზომის ჯირკვალს უფრო მეტად დატვირთავთ: მუდმივად კვებეთ ჩვილი პატარა ძუძუთი, თუ გაჭირვეულდა, გადადით დიდზე, შემდეგ ისევ პატარას დაუბრუნდით.
თუ დიდი ძუძუს გადავსებას იგრძნობთ, ისიც აუცილებლად მოაწოვეთ, მაგრამ დიდი ხნით არა. თუ ბავშვი პატარა ძუძუს წოვაზე უარს ამბობს, დაელოდეთ, სანამ ძილი მოერევა და რწევისას შეუმჩნევლად ჩაუდეთ ეს ძუძუ. დვრილი, იმის გამო, რომ ტრავმირებულია, არ დაინდოთ, უბრალოდ ბავშვს ასწავლეთ სწორად ჩადება, უმჯობესია, კონსულტანტის მეთვალყურეობით. ამის შედეგად პატარა ძუძუ ყოველთვის ცარიელი იქნება და ბავშვი აქტიურად ასტიმულირებს მასში რძის წარმოქმნას, ხოლო დიდი ნაკლებად იმუშავებს და მასში შედარებით ნაკლები რძე ჩადგება.
თუ ბავშვი არასწორად იდებდა ძუძუს ან ლაქტაცია მედიკამენტურად იყო დათრგუნული, კონსულტანტის დახმარების გარეშე ფონს ვერ გახვალთ. ის პრობლემების მოგვარების ზუსტ სქემას შემოგთავაზებთ. ლაქტაციის გამიზნული დათრგუნვისას, ასევე - ჯირკვლოვანი ქსოვილის თანდაყოლილი ჰიპოპლაზიის დროს ამ ღონისძიებებმა შესაძლოა შედეგი ვერ გამოიღოს.
რაც არ უნდა იყოს, იცოდეთ: ბავშვს ორივე ძუძუ აწოვეთ. ეს სარძევე ჯირკვლის ასიმეტრიის პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა."
რაც შეეხება დაორსულების ალბათობას, პასუხს გაეცანით ბმულზე
http://www.mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=79179
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად