რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
–10 თვის მყავს -დღეში 2 ჯერ ვაძინებ 12 საათზეე და იღვიძებსს 1 საათზე...ხოლო მეორე ძილის 5 ნახევარზე ვაძინებ და იღვიძებს 6 -ის წუთებზე...ეს ნორმალურია? ხოლო შუაღამეს იღვიძებს და ეს რისი ბრალი უნდა იყოს? მადლობთ წინასწარ..
პასუხი
–ყველა ბავშვს ძილის ინდივიდუალური მოთხოვნილება და ნორმა აქვს, თუკი ბავშვი დღის მანძილზე არ ჭირვეულობს ე.ი. მას ძილი ყოფნის. ამ ასაკში ღამით შეღვიძება ძილის დარღვევად ვერ ჩაითვლება, ღრმა ძილი ორი წლის შემდეგ ყალიბდება. აღნიშნულის პარალელურად გაითვალიწინეთ, რომ ბავშვის ჭირვეულობა სავსებით შესაძლებელია გამოწვეული იყოს აირების დაგროვებით - გადახედეთ მისი ( ასაკის შესაბამისად უნდა იკვებებოდეს) და თქვენი კვების რაციონს (თუ ძუძუთი კვებაზე გყავთ), შესაძლოა დაგჭირდეთ ფერმენტების და სხვა სამკურნალო პრეპარატების ჩართვაც - რასაკვირველია პედიატრის დახმარებით. შესაძლოა კბილები ამოსდის. - ღამის ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი; დღის მანძილზე ასეირნეთ, ათამაშეთ; ძილის წინ საწოლი ოთახი წინასწარ მოამზადეთ - გაანიავეთ, დაალაგეთ სველი წესით. ძილისთვის იდეალურია 18-20 გრადუსი ტემპერატურა და 60-70% სინოტივე. ასევე კარგია ძილის წინ თბილი აბაზანა.