–პედიატრმა გვითხრა რომ ჩვენი ბავშვი არის ჰიპერქტიუ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

–პედიატრმა გვითხრა რომ ჩვენი ბავშვი არის ჰიპერქტიური. შეიძლება თუ არა ეს დიაგნოზი დაესვას 7 თვის ბავშვს. და რა გამოკვლევები არსებობს რომ ზუსტად დადგინდეს გამომწვევი მიზეზები, როგორც თქვენს სტატიაშია მოხსენიებული მაგნიუმი ნაკლებობა და ასე შემდეგ.

პასუხი
–ჰიპერაქტივობის სინდრომის დადგენის ასაკად მიჩნეულია სკოლამდელი ასაკი 7 წლამდე პერიოდი, თუმცა ჩვილობის პერიოდშიც შეიძლება შესამჩნევი გახდეს ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ეს არის გავრცელებული ნეირობიოლოგიური ქცევითი და მოტორული მოუსვენრობა, ზედმეტ მოძრაობათა სიჭარბე. ჩვილობის პერიოდში ბავშვი ერთ წუთს რომ ტირის და კივის, მეორე წუთს მშვიდდება. აქვს გამკივანი ტირილი. ძილი მოუსვენარია. სიარულის და მეტყველების განვითარება შენელებულია. ხშირია მოუქნელობა.
უკვე 3 წლის ასაკში ამ ტიპის ბავშვების ნაწილი რთული სამართავია. ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევების დაუფლება. პრობლემები მთელი სიმძაფრით თავს იჩენს სასკოლო ასაკში.
ჰიპერაქტიული ბავშვები ცქმუტავენ და ვერ ისვენებენ. მუდმივად მოძრაობენ, არ შეუძლიათ წყნარად ჯდომა, გამუდმებით წრიალებენ. არ შეუძლიათ ლოდინი. ვერ ემორჩილებისნ განრიგს. აღენიშნებათ ხელების და ფეხების მოუსვენარი მოძრაობა, უჭირთ წყნარად თამაში, საკუთარი ჯერის დალოდება. ყოველთვის მზად არიან გასაქცევად. მოქმედება აქვთ დაუფიქრებელი. ახასიათებთ სხვის ლაპარაკში ჩარევა და იჭრებაიან სხვა ბავშვების თამაშის პროცესში. გამოირჩევიან ჭარბმეტყველებით. ზოგ შემთხვევაში აღინიშნება აგრესიულიობა და შემტევობა.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა არ ხდება, დიაგნოზი ქცევის შეფასების საფუძველზე დაისმის.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად