რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ჩემ მეუღლემ გაიკეთა ჰისტეროსალპინგოგრაფია, პასუხი ასეთია საშვილოსნოს ღრუ დეფორმულია,სადა კონტურებით, ნორმაზე დიდი მოცულობის,გადახრილია მკვეთრედ მარჯვნივ და წინ. მარჯვენა მილი კონტრასტმა შეავსო მთელ სიგრძეზე, მილის ისთმული ნაწილი ალაგ-ალაგ შემსხვილებულია,კონტრასტი გადავიდა მცირე მენჯის ღრუში. მარცხენა მილი კონტრასტმა შეავსო მთელ სიგრძეზე, მილის ამპულარული ნაწილი არათანაბრად გაგანიერებულია, კონტრასტის მცირე რაოდენობა გადასულია მცირე მენჯის ღრუში. საშვილოსნო და მილები ბოლომდე არ იცლება კონტრასტისგან. დასკვნა: საშვილოსნოს მარჯვენამხრივი და წინა დისტორსია. მარცხენამხრივი სარქველოვანი ჰიდროსალპინქსი. სუსტად გამავალი მარჯვენა ფალოპის მილი, გთხოვთ მიპასუხოთ ლაპარასკოპიული ოპერაციით რამდენად შესაძლებელია მოგვარდეს ეს პრობლემები და დადგეს ორსულობა? სხვა სხვა დანარჩენი ყველაფერი ნორმაში აქვს, ჩემი სპერმაც ნორმაშია, წინასწარ დიდი მადლობა,
პასუხი
-ამ ყველაფრის მოწესრიგება მხოლოდ ლაპარასკოპიულად არ ხდება, საჭიროა კონსერვატიული მკურნალობის კურსის გავლაც ანტიბაქტერიული პრეპარატებით.