რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
–გამარჯობა , ვარ 18 წლის და ძალიან მაწუხებს გამონაყარი სახეზე და ზურგზე,ტკივნეული და ჩირქოვანი მუწუკები გამომდის , იქნებ მირჩიოთ რამე, მადლობთ წინასწარ
პასუხი
–აკნეს მხოლოდ ადგილობრივმა მკურნალობამ შეიძლება ვეერ მოგცეთ შედეგი. აკნეს მიზეზი უნდა დადგინდეს და ისე დაინიშნოს მკურნალობა. მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში ჩირქოვანი კერების არსებობა (მაგალითად, ჩირქოვანი ტონზილიტი), ჰორმონალური ცვლილებები, კუჭ-ნაწლავების პრობლემები და სხვა. ასე რომ აუცილებელია ზოგადი თერაპევტის, გინეკოლოგის(ქალის შემთხვევაში) და დერმატოლოგის კონსულტაცა. რაც შეეხება გამონაყარს- -კანი (თუ ციმიანი გაქვთ) გაიწმინდოთ დერმასეპტის ხსნარით დღეში ერთჯერ (2 კვირა), საღამოს საათებში კი - ზინერიტის სუსპენზიით დღეში ერთჯერ (10 დღე). ამის შემდეგ- გამოიყენეთ დუაკის გელი დღეში ერთჯერ (2 კვირა) დაბანილ და დაზიანებულ კერებში. ასევე გირჩევთ სახის დაბანვას კლერასილის გელ-ქაფით ან ბეტადინის თხიერი საპნით. მოერიდეთ ცხიმიან და ძალიან ტკბილ საკვებს. დაიცავით კვების და ძილის რეჟიმი.