რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 64 წლის ქალბატონი. მაწუხებს სახსრების ტკივილი,ტკივილი მუხლის არეში და ფეხის თითების წვა. ასევე მაქვს ვენების ვარიკოზული გაგანიერება. რა შეგიძლიათ მირჩიოთ? მითხრეს წამალი "ართრა".
პასუხი
- ართრა წარმოადგენს ოსტეოარტროზის სამკურნალო პრეპარატს, რომელიც ინიშნება ექიმის მიერ. რაც შეეხება თქვენს ჩივილს ამ შემთხვევაში აუცილებელია დიაგნოზის დადგენა და თქვენთვის შესაბამისი დანიშნულების მოცემა, იგივე ეკუთვნის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. შეგვიძლია მოგცეთ შემდეგი სახის რჩევები: ერიდეთ დიდხანს დგომას და ჯდომას. სჯობს, იწვეთ ან იაროთ. ფეხების მხარეს საწოლი ოდნავ აიმაღლეთ. •ნუ შეასრულებთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს. •თუ დიდხანს ჯდომა მოგიხდათ, მტკივანი ფეხი ჰორიზონტალურად მოათავსეთ. •ეცადეთ, ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს არ დარჩეთ. საათში-საათნახევარში ერთხელ წამოდექით, გაიარ-გამოიარეთ, თითის წვერებზე აიწიეთ. წვივის კუნთები შეიკუმშება და ქვედა კიდურებიდან ვენური სისხლი ზევით წავა. •ატარეთ სპეციალური წინდები.
გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს, რომლებიც სასარგებლოა ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ეს ვარჯიშები ხსნის ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, გვეხმარება სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებასა და ვენური შეგუბების მოხსნაში. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიდხანს ჯდომა და ფეხზე დგომა უწევს დღის განმავლობაში (მძღოლები, პროგრამისტები, მასწავლებლები, პარიკმახერები და ა.შ): დაჯექით სკამზე, ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ და 15-20-ჯერ გააკეთეთ ფეხის წვერებზე აწევ-დაწევის ვარჯიში. დაეყრდენით ორივე ხელით სკამებს ან კომოდებს, 15-20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერზე და შემდეგ დაეყრდენით ტერფებს. ორივე ხელით, მხრების დონეზე მიეყრდენით კედელს და 20-ჯერ ერთმანეთის მონაცვლეობით დადექით ფეხის წვერებზე და შემდეგ ტერფებზე. ჩასუნთქვისას ხელები ასწიეთ ზევით და დადექით ფეხის წვერებზე, შემდეგ ამოისუნთქეთ და დადექით ტერფებზე (20-ჯერ). დაჯექით ან დაწექით და ამოძრავეთ ტერფები სხვადასხვა მხარეს - ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ (15-20-ჯერ). ორივე ფეხის წვერზე დადექით ერთდროულად.
ვარ 64 წლის დამეწყო ფეხის თითების დაბრუშება უფრო მეტად ღამით და წვა მაღვიძებს ტკივილი.მაქვს ხერხემლის პრობლემა..რაშეიძლება მირჩიოთ და რომელ ექიმს მივმართო