რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით,უკვე 1 თვეზე მეტია მაწუხებს მარცხენა ფერდქვეშ მოვლითი ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. ტკივილი იმატებს საკვების მიღებისას.(განსაკუთრებით თუ მივიღე ტომატიანი და ცხიმიანი ).ამ ბოლო დღეებში ტკივილმა იმატა და მას დაერთო ღებინების შეგრძნებაც. მაინტერესებს როგორ მოვიქცე? რითი შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?
პასუხი
-მუცლის ამა თუ იმ მიდამოში გამოვლენილი ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს აქ მდებარე ორგანოების პათოლოგიით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტკივილს ახასიათებს გადაცემა. მაგალითად, მარჯვნივ მდებარე ორგანოს პათოლოგიის შედეგად აღმოცენებული ტკივილი შეიძლება მარცხენა მხარეს გამოვლინდეს ან ზურგში გადაეცეს და ა.შ. თქვენი ჩივილი პანკრეატიტის ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიის მიზეზი შეიძლება იყოს. საჭიროებთ გასტროენტეროლოგის კონსულტაციას, გამოკვლევების ჩატარებას.