რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ.ციკლი დამიმთავრდა 11 სექტემბერს, დასრულების შემდეგ არასდროს არ ვიცოდი მკერდის ტკივილი.ეხლა კი 15 დღეა რაც მკერდის წელის და მუცლის ტკივილები გაწუხებს ქვედა არეში. ტესტი გავიკეთე მაგრამ უარყოფითი შედეგი მიჩვენა.თუ შეიძლება რო ეს ფეხმძიმობით იყოს გამოწვეული.ასე ადრეული სიმპტომებით. მკერდში მგრძნობელობა მომემატა და ვატყობ ოდნავ გაზრდასაც. და საერთოდ ტესტი მერამდენე დღეს მიჩვენებს შედეგს და როდისაა რეკომენდირებული მისი გაკეთება დილით გაღვიძების მერე თუ არ აქვს მნიშვნელობა!
პასუხი
-ორსულობის საწყის ეტაპზე მკერდის შეშუპებისა და ერთგვარი მტკივნეულობის შეგრძნება ზოგჯერ მკვეთრადაა გამოხატული, რასაც იწვევს მთელი რიგი ჰორმონალური ცვლილებები; შესაძლოა აღინიშნოს მკერდის თავების მტკივნეულობის მატებაც, განსაკუთრებით შეხებაზე. თუმცა აღნიშნული ჩივილები არ არის ორსულობის უტყუარი ნიშნები, დაელოდეთ და ტესტი გაიკეთეთ მენსტრუაციის გადაცდენიდან 3 დღის შემდეგ (ორსულობის ტესტი უნდა გაკეთდეს დილის შარდზე. მას მოყვება გამოყენების ზუსტი ინსტრუქცია. მიყევით ინსტრუქციას - ამაში სირთულე არაფერია.) ან სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ სისხლში განსაზღვრეთ ქორიონალური გონადოტროპინის (ორსულობის ჰორმონის) დონე.