რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გთხოვთ სასწრაფოდ მიპასუხეთ, გულისრევის შეგრძნება განსაკუთრებით დილით რისი სიმპტომი შეიძლება იყოს? ადრე მაწუხებდა კუჭი, სიმჟავიანობა მქონდა არასწორად ვიკვებებოდი, მაგრამ ამ ზაფხულში ძალიან კარგი კვება დავიწყე და მიკვირს რისი ბრალი შეიძლება ეს ყველაფერი იყოს? ორსულად არ ვარ იმიტომ რომ დღეს დამიმთარდა ციკლი. ტესტმაც უარყოფითი აჩვენა მანამდე. ნუთუ ორსულობაა? არამგონია მაშინ ციკლი არ მექნებოდა. რამე კუჭნაწლავის დაავადებაა? მონონუკლეოზიც გადატანილი მაქვს ადრე. რამე საშიში ხომ არ არის? წინასწარ გიხდით მადლობას და იმედია მალე მომწერთ პატიისცემით
პასუხი
-გულისრევის შეგრძნება მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, გარდა ამისა, ანალოგიური ჩივილი შეიძლება თირკმლის ან სხვა დაავადებასაც უკავშირდებოდეს. რადგანაც ჩივილები გახანგრძლივდა, მიზეზების დასადგენად პირველ რიგში უნდა მიმართოთ ექიმ-გასტროენტეროლოგს.