რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, ძალიან გთხოვთ სასწრაფოდ მიპასუხოთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დილაობით მაქვს გულისრევის შეგრძნება. ძალიან მეშინია ვეჭვობდი რომ ორსულად ვიყავი მაგრამ 4 დღის წინ მომივიდა ციკლი და ისე ჩაიარა როგორც ყოველთვის ანუ დღეს მე-5 დღეს დამიმთავრდა კიდეც. თუმცა ინტერნეტში ვნახე, რომ არსებობს შემთხვევა როდესაც ქალს აქვს ციკლი, თუმცა ის მაინც ორსულად არის. ძალიან გაურკვევლად ვარ გთხოვთ დამეხმაროთ. რისი ბრალი უნდა იყოს ეს გულისრევა ნუთუ ორსულად ვარ?
პასუხი
-ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი - დარწმუნდით, რომ არ არის ორსულობა. შესაძლებელია ჩივილი გამოწვეული იყოს საჭმლისმომნელებელი ტრაქტის გაღიზიანებით ორსულობის გამორიცხვის შემდეგ, ჩივილების გაგრძელების შემტხვევაში მიმართეთ ზოგადი პროფილის ექიმს - ოჯახის ექიმს ან თერაპევტს. რაც შეეხება ორსულობის დროს სისხლიან გამონადენს, იშვიათად გვხვდება ასეთი შემთხვევები, ეს არაა სრულყოფილი მენსტრუაცია. უბრალოდ ქალის ორგანიზმის რეაქციაა მენსტრუაციის დღეებთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული შიგთავსის გამოძევება, სანაყოფო კვერცხის აშრევება და სისხლდენა. პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერადაა მომზადებული დაორსულებული ქალის ჰორმონალური სისტემა, გაუძლებს ამ გადახრას, თუ არა.