სახიდან თმის სამუდამოდ მოსაშორებლად რომელია უფრო ე... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

25-09-2014

-სახიდან თმის სამუდამოდ მოსაშორებლად რომელია უფრო ეფექტური, ლაზერული თუ ელექტრო ეპილაცია?

პასუხი
-სამწუხაროდ ყოველთვის არ ხერხდება ჭარბთმიანობისგან გათავისუფლება. ზოგჯერ მომატებულ თმიანობას გენეტიკური ხასიათიც აქვს. არის შემთხვევები, როცა ჭარბთმიანობის მიზეზი უცნობი რჩება. თუ ანდროგენების დონე ნორმალურია, მენსტრუაციაც ყოველგვარი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს და თითქოს არც სხვა პათოლოგიური ცვლილებები შეინიშნება ამ მდგომარეობას იდიოპათიურ ჰირსუტიზმს უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში თმების მოშორების ერთადერთი საშუალება ეპილაციაა.
ჩვენი რჩევა იქნება, მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს (ამ დროს ჩვეულებრივ იკვლევენ ჰორმონების-თირეოტროპული ჰორმონი,თავისუფალი თიროქსინი. ასევე:ანდროგენების,ესტროგენების, თავისუფალი ტესტოსტერონის, დეჰიდროეპიანდროსტერონსულფატის,ინსულინის რაოდენობას; მაგრამ აქვე გირჩევთ, რომ დამოუკიდებლად, ექიმის გარეშე, კვლევებს ნუ დაიწყებთ.).
პარალელურად შეგიძლიათ მიმართოთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს, სადაც შეირჩევა ოპტიმალური მეთოდი თქვენი თმიანობის სამკურნალოდ ( ლაზერული, ფოტო, ელექტრო ნემსით ან ელოს ეპილაცია).
ზოგადად, ეპილაცია შველის ისეთ ჭარბთმიანობას, რომელიც ჰორმონულ დარღვევას არ უკავშირდება. თმის ფოლიკულები თანდათან იხურება და თმა აღარ ამოდის, თუმცა საჭირო ეპილაციის რაოდენობა ინდივიდუალურია და კონკრეტულად ვერავინ გეტყვით, რამდენი სეანსი დაგჭირდებათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად