რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ,ვარ 17 წლის გოგონა,მაწუხებს სახეზე წვრილი გამონაყარი, რომელსაც თავისი სპეციფიურობა ახასიათებს. როდესაც ფიზიკურად ვიტვირთები:ვვარჯიშობ,ვცეკვავ ან თუნდაც მზიან ამინდში ვსეირნობ, თითქოს სულ გადამეწმინდება კანი, თუმცა ეს დროებითია და კვლავ გადავალ თუარა შედარებით უმოძრაო რეჟიმზე სახის კანი პირვანდელ სახეს იღებს. დიდი ხანია უკვე დაკვირვებებს ვაწარმოებ საკუთარ თავზე გამონაყარისაგან განთავისუფლების მიზნით ერთი წელია დილას გერკულესის ჭამით ვიწყებ, ახლა უკვე წყლის სმის კონტროლიც დავიწყე , სპეციალური საპნითაც ვიბან კანს და ყოველ საღამოსაც ვიწმინდავ ქაფური სპირტით, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე. გარდა ამისა ხანდახან ვფიქრობ ემოციური მდგომარეობაც ახდენს გავლენას ჩემი სახის კანზე,გთხოვთ მირჩიოთ რამე.
პასუხი
-ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა მიმართოთ დერმატო-კოსმეტოლოგს და ზუსტად შეასრულოთ მისი მითითებები. როგორც ჩანს ეს არის ვულგარული ფერიმჭამელა. იგი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა), მენსტრუალური ციკლის დარღვევები და სხვა. მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიული პროცედურებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას.