რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს თუ შეიძლება 2 წლის ბავშვს მივცეთ დაფქვილი კვერცხის ნაჭუჭი კალცის შესავსებათ ძალიან სუსტი ძვლები აქვს ფეხიც გვიან აიდგა და თუ შეიძლება რამდენი ხანი და რა დოზით? მადლობა.
პასუხი
-კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს ადვილად ასათვისებელ კალციუმის კარბონატს და მიღება დასაშვებია. 6 თვიდან 1 წლამდე ბავშვებმა უნდა მიიღონ დაფქული ნაჭუჭი იმ ოდენობით, რაც დანის წვერს ამოჰყვება, 1-დან 2 წლამდე - 2-ჯერ მეტი, 5-7 წლის ასაკში - 1/2 კვერცხის ნაჭუჭი, დღეში 1-ჯერ კვერცხის ნაჭუჭს მიღების წინ უნდა დააწვეთოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. კერძოდ: წლამდე ბავშვებისთვის - 3-5 წვეთი, 2 წლამდე - 2-ჯერ მეტი და ა.შ. ზოგადად, კი კალციუმის დეფიციტის კორექციისთვის კალციუმის შემცევლი საკვების მიღებაა საჭირო. ასევე, იმისათვის რომ დაადგინოთ აქვს თუ არა ბავშვს კალციუმის დეფიციტი უნდა განისაზღვორს კალცის რაოდენობა სისხლსა და დღიურ შარდში. თუ ბავშვს კალციუმის დეფიციტი არა აქვს პროფილაქტიკისთვის კალციუმის მიცემა საჭირო არ არის.